დიფლუზოლ-კმპ კაფსულა 150მგ #2

დიფლუზოლ-კმპ კაფსულა 150მგ #2

უკრაინა

კიევმედპრეპარატები
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: ფლუკონაზოლი;

ჩვენება: - საშოს სოკოვანი ინფექციები,
- კანის და ფრჩხილის სოკოვანი ინფექციები, მათ შორის ტერფის, სხეულის,
საზარდულის მიკოზები, ონიქომიკოზი;
- სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკა იმუნიტეტდაქვეითებულ პაციენტებში;
- გენერალიზებული კანდიდოზი (კანდიდემია, პერიტონიუმის კანდიოზი, ენდოკარდი-
ტის, თვალის, სასუნთქი სისტემისა და შარდგამომყოფი სისტემის კანდიდოზი);
- ლორწოვანი გარსის კანდიდოზი, მათ შორის პირის ღრუს და ხახის, საყლაპავის, კანდიდურია, ქრონიკული ატროფიული კანდიდოზი (კბილის პროთეზის გამოყენები სას)
- სოკოვანი ინფექციების განვითარების პროფილაქტიკა პაციენტებში ავთვისებიანი სიმსივნით ქიმიო და სხივური თერაპიის შემდგომ.

ფლუკონაზოლი 150 მგ მიღების წესი: მიიღება დღის ან ღამის ნებისმიერ დროს,
უმეტეს პაციენტებში სიმპტომების გაუმჯობესება აღინიშნება კაფსულის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში.
თუ სიმპტომები არ გაუმჯობესდა 3-დან 5 დღეში, ასეთ შემთხვევაში უნდა მიემართოს ექიმს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები
ფლუკონაზოლის კაფსულის კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ყველაზე ხშირი გვერ-დითი ეფექტებია თავის ტკივილი, გულისრევა, მუცლის ტკივილი და ფაღარათი. ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები ძირითადად მსუბუქი და გარდამავლი
ხასიათისაა. იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს მძიმე სახის ალერგიული რეაქციები.

სიფრთხილის ზომები
- ალერგია ამ მედიკამენტის ან ამავე ჯგუფის სხვა სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტების მიმართ.
- თუ პაციენტი არის ორსულად ან ეჭვობს ამის შესახებ ან არის ლაქტაციის პერიოდში, მაშინ მიღებამდე უნდა მიემართოს ექიმს;
სასურველია საიმედო კონტრაცეფციის გამოყენება, რადგან ამ მედიკამენტის მოქმედება ნაყოფის განვითარებაზე არ არის ცნობილი.
- თუ პაციენტი იღებს ანტიჰისტამინურ პრეპარატებს, მაგალითად როგორიცაა ტერფენადინი (სელდანე) ან ასტემიზოლი (ჰისმანალი) ან ცისაპრიდი (პრეპულსიდი), ასეთშემთხვევაში პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

- ასევე უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, თუ პაციენტი იღებს დიაბეტის, ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებებს ან სისხლის გამათხელებელ მედიკამენტებს.

შენახვის წესი:ინახება 15-დან 30C-მდე ტემპერატურაზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
კიევმედპრეპარატები
ქვეყანა
უკრაინა
ჯენერიკი
ფლუკონაზოლი
დოზა
150მგ
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
2
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი