ფლუკონაზოლი ეხმარება სოკოვანი ინფექციების მკურნალობაში, ხელს უწყობს ინფექციის შემცირებას და სწრაფად აღადგენს კომფორტს.
პრეპარატი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ფლუკონაზოლს. თითოეული კაფსულა შეიცავს 150 მგ ფლუკონაზოლს.
დამხმარე ნივთიერებები:
კაფსულის შიგთავსი: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, წინასწარ-გელირებული სახამებელი, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის ლაურილის სულფატი და მაგნიუმის სტეარატი.
ფლუკონაზოლი ფარმოზი მიეკუთვნება “ანტიფუნგალური” ჯგუფის პრეპარატებს. აქტიური ნივთიერებაა ფლუკონაზოლი.
ფლუკონაზოლი ფარმოზი გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ და კანდიდოზური ინფექციების პრევენციის მიზნით. სოკოვანი ინფექციების ყველაზე ხშირი გამომწვევი ორგანიზმია საფუარის სოკო – კანდიდა.
მკურნალმა ექიმმა შესაძლოა დანიშნოს ეს პრეპარატი შემდეგი სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ:
კრიპტოკოკული მენინგიტი – თავის ტვინის სოკოვანი ინფექცია
კოკციდიოდომიკოზი – ბრონქოპულმონარული სისტემის დაავადება
სისხლში, სხვადასხვა ორგანოებში (მაგ. გულში, ფილტვებში) ან საშარდე ტრაქტში გავრცელებული კანდიდოზური ინფექციები
ლორწოვანი გარსების კანდიდოზი – ინფექცია, რომელიც ვრცელდება პირის ღრუს ლორწოვან გარსზე, ხახაზე და პროთეზის მიდამოში
გენიტალური კანდიდოზი – საშოს ან ასოს ინფექცია
კანის ინფექციები – მაგ. ტერფის ეპიდერმოფიტია, დერმატომიკოზი, საზარდულის ეპიდერმოფიტია, ფრჩხილების ინფექცია
ფლუკონაზოლი ფარმოზი ასევე გამოიყენება:
კრიპტოკოკული მენინგიტის რეციდივის პრევენციის მიზნით
ლორწოვანი გარსების კანდიდოზის რეციდივის პრევენციის მიზნით
ვაგინალური კანდიდოზის რეციდივის რისკის შემცირების მიზნით
კანდიდოზური ინფექციების განვითარების რისკის შემცირების მიზნით (მაგ. როდესაც დაქვეითებულია იმუნიტეტი)
მკურნალმა ექიმმა შესაძლოა დანიშნოს ეს პრეპარატი შემდეგი სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ:
ლორწოვანი გარსების კანდიდოზი – პირის ღრუს ლორწოვანი გარსი ან ხახა
სისხლში, სხვადასხვა ორგანოებში (მაგ. გულში, ფილტვებში) ან საშარდე ტრაქტში გავრცელებული კანდიდოზური ინფექციები
კრიპტოკოკული მენინგიტი – თავის ტვინის სოკოვანი ინფექცია
ფლუკონაზოლი ფარმოზი ასევე გამოიყენება:
კანდიდოზური ინფექციების განვითარების რისკის შემცირების მიზნით (მაგ. როდესაც დაქვეითებულია იმუნიტეტი ან არასათანადოდ მუშაობს)
კრიპტოკოკული მენინგიტის რეციდივის პრევენციის მიზნით
პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის მითითებების გათვალისწინებით. პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ არ არის დარწმუნებული, რომ წესისამებრ იღებს პრეპარატს.
კაფსულა იყლაპება ერთიანად, ჭიქა წყალთან ერთად. პრეპარატის მიღება უმჯობესია ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს.
ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.