პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - colistimethate sodium
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები → პოლიმიქსინის ჯგუფის ანტიბიოტიკები
კოლისტიმეტატი არის ანტიბიოტიკი. ის მიეკუთვნება ე.წ პოლომიქსინების ანტიბიოტიკების ჯგუფს. კოლისტიმეტატი კლავს ზოგიერთი ტიპის ბაქტერიას, რომელიც იწვევს სხვადასხვა ინფექციებს ადამიანებში. ყველა ანტიბიოტიკის მსგავსად, კოლისტიმეტატი მოქმედებს მხოლოდ ზოგიერთ ბაქტერიაზე, ამიტომ ის გამოიყენება ზოგიერთი ტიპის ინფექციის სამკურნალოდ.
• კოლისტიმეტატი გამოიყენება გულ-მკერდის ინფექციების სამკურნალოდ მუკოვისციდოზის მქონე ადამიანებში, რომელიც გამოწვეულია Pსეუდომონას აერუგინოსა ბაქტერიით. ამ პაციენტებს კოლომიცინი ჩვეუებრივ ეძლევათ ინჰალაციის გზით (ნებულიზაცია). ამ დროს პაციენტები შეისუნთქავენ კოლომიცინის ხსნარის წვეთებს სპრეის სახით და წვეთები აღწევენ ფილტვებში იმ ადგილებს, სადაც ბაქტერიამ გამოიწვია ინფექცია.
• ზოგჯერ კოლისტიმეტატი ინიშნება ინტრავენურად სერიოზული ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია კონკრეტული ბაქტერიებით. ეს ინფექციები მოიცავს პნევმონიას და შარდის ბუშტის და თირკმელების ინფექციებს. კოლისტიმეტატი ხშირად არ გამოიყენება ამ ტიპის ინფექციების სამკურნალოდ, მაგრამ მისი გამოყენება შეიძლება მაშინ, როდესაც ამ ინფექციების სამკურნალო სხვა ანტიბიოტიკების დანიშვნა ვერ ხერხდება რაიმე მიზეზით. მაგალითად, თუ დაინფიცირებული პირი არის ალერგიული სხვა ანტიბიოტიკების მიამრთ, ან თუ ბაქტერია რეზისტენტულია სხვა მრავალი ანტიბიოტიკისადმი.
კოლისტიმეტის გამოყენებამდე
• თუ ხართ ალერგიული კოლისტიმეტატის მიმართ , ან პოლიმიქსინ B ანტიბიოტიკის მიმამრთ.
• თუ გაქვთ გრავის მიასთენია (დაავადება, რომელიც იწვევს კუნთების მოდუნებას და გადაჭარბებულ დაღლილობას).
გამოიჩინეთ განსაკუთრებული ყურადღება და მიმართეთ თქვენს ექიმს კოლისტიმეტატის გამოყენებამდე:
• თუ გაქვთ პორფირია (იშვიათი, ხშირად მემკვიდრული დაავადება).
• თუ გაქვთ თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები
მიღების წესები და დოზები
მიღების მიზეზიდან გამომდინარე კოლისტიმეტატი შეიძლება იქნას მიღებული სწრაფი ინექციის სახით (5წთ განმავლობაში ვენაში ჩადგმული სპეციალური ტუბით), ან ნელი ინტრავენური ინექციის სახით (ინფუზია 30წთ განმავლობაში). ასევე შესაძლებელია კოლისტიმეტატის შესუნთქვა სპრეის სახით, რომ მოხვდეს ფილტვებში, სპეციალური მოწყობილობის-ნებულაიზერის მეშვეობით. ნებულაიზერით წარმოქმნილი წვეთები საკმაოდ მცირე ზომისაა იმისთვის, რომ მოხვდეს ფილტვებში, შესაბამისად კოლისტიმეტატი აღწევს ბაქტერიით გამოწვეული ინფექციის ადგილებს.
ყოველთვის მიიღეთ კოლისტიმეტატი ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ თქვენს ექიმს.
გამოყენება ნებულაიზერით:
დოზა
• როდესაც კოლისტიმეტატის მიღება უნდა მოხდეს ინჰალაციის გზით ნებულაიზერის გამოყენებით, ჩვეული დოზა 2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის შეადგენს 500,000-დან ერთ მილიონამდე ერთეული ორჯერ დღეში.
• უფრო მოზრდილ ბავშვებში და მოზრდილებში დოზა შეადგენს ერთ ან ორ მილიონ ერთეულს სამჯერ დღეში.
მიღების მეთოდი
თუ მკურნალობთ სახლში, მკურნალობის დასაწყისში ექიმი, ან ექთანი გაჩვენებთ კოლისტიმეტატის გამოყენების მეთოდს ნებულაიზერის მეშვეობით. ქვემოთ მოცემულია ზოგადი ინსტრუქტაჟი.
პლასტმასის თავსახური უნდა მოიხსნას და შემდეგ ფოლგის ხუფი ფრთხილად მოძვრეს ფლაკონის თავის გარშემო მის სრულად მოხსნამდე. რეზინის საცობი უნდა მოიხსნას ფრთხილად და შემდგომ თითოეულ ფლაკონს ფხვნილის განსაზავებლად უნდა დაემატოს სტერილური წყალი ან სტერილური მარილწყალი (ფიზიოლოგიური ხსნარი)
ყურადღება: არ შეურიოთ კოლისტიმეტატი სხვა პროდუქტებს ნებულიზაციისათვის
გამოყენება ინფუზიის ან ინექციის გზით:
დოზა
კოლისტიმეტატის ინტრავენურად მიღებისას სერიოზული ინფექციების სამკურნალოდ დოზის შერჩევა ხდება პაციენტის ასაკის, წონის, თირკმელების მდგომარეობის და ინფექციის ტიპის გათვალისწინებით.
• ჩვეული დოზა 60კგ წონის ბავშვებსა და მოზრდილებში არის 50,000-75,000 ერთეული თითოეულ კოლისტიმეტატზე ყოველ დღე. დოზა იყოფა სამ ნაწილად და მიიღება 8სთ შუალედებით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
37507
ჯენერიკი
კოლისტიმეთატ ნატრიუმი /კოლისტინი/
ფორმა
ლიოფილიზატი საინექციო. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად