/images/logo_ka.svg
ლინკომიცინი ი/მ ი/ვ ხსნარი საინექციო 30% 1მლ ამპულა #10
ლინკომიცინი ი/მ ი/ვ ხსნარი საინექციო 30% 1მლ ამპულა #10

ლინკომიცინი ი/მ ი/ვ ხსნარი საინექციო 30% 1მლ ამპულა #10

ვიეტნამი

ვინჰ პჰუქ ფარმაცევტიკალს

ლინკომიცინის ჰიდროქლორიდი გამოიყენება ჩირქოვან-ანთებითი დაავადებების მკურნალობისას, რომლებიც გამოწვეულია გრამდადებითი ბაქტერიების მიერ, რომლებიც მგრძნობიარეა მისი მოქმედების მიმართ.

პროდუქტის შესახებ

ლინკომიცინი ი/მ ი/ვ ხსნარი საინექციო 30% 1მლ ამპულა

შემადგენლობა:

​1 ამპულა 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: ლინკომიცინის ჰიდროქლორიდი 100% ლინკომიცინზე გადაანგარიშებით - 300 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ედეტატი; ბენზილის სპირტი, საინექციო წყალი.

გამოყენების ჩვენებები:

ლინკომიცინის ჰიდროქლორიდი გამოიყენება ჩირქოვან-ანთებითი დაავადებების მკურნალობისას, რომლებიც გამოწვეულია გრამდადებითი ბაქტერიების მიერ, რომლებიც მგრძნობიარეა მისი მოქმედების მიმართ, განსაკუთრებით მძიმე დაავადებების მკურნალობისას, რომლებიც გამოწვეულია მითითებული მიკრობებით, რომლებიც მდგრადია სხვა ანტიბიოტიკების მოქმედების მიმართ.
ლინკომიცინის ჰიდროქლორიდი ინიშნება მწვავე და ქრონიკული ოსტეომიელიტების, სტაფილოკოკური და სტრეპტოკოკური სეპტიცემიბის, პნევმონიის დროს (განსაკუთრებით სტაფილოკოკური), კანის და რბილი ქსოვილების ჩირქოვანი ინფექციების, წითელი ქარის, ჩირქოვანი პლევრიტის, სისხლძარღვებსა და გულზე ოპერაციების შემდეგ სეპტიკური გართულებების, შუა ყურის ანთებების, სეპტიკური ენდოკარდიტების, ართრიტების დროს, დამატებითი სამკურნალწამლო საშუალების სახით დიფტერიის მკურნალობისას.


გამოყენების წესი და დოზები:

ლინკომიცინი ინიშნება ინტრამუსკულარული და ინტრავენური ინექციის გზით.
მოზრდილებისთვის:
მოზრდილებისთვის - ინტრამუსკულარულად 600 მგ 1-2-ჯერ დღე-ღამეში. ინტრავენურად წვეთოვანი გზით შეჰყავთ 600 მგ ნატრიუმის ქლორიდის ან გლუკოზის იზოტონური ხსნარის 250 მლ-ში 2-3-ჯერ დღე-ღამეში (ინფუზიის ხანგრძლივობაა - მინიმუმ ერთი საათი).
ბავშვებისთვის:
ბავშვებისთვის ინტრავენურად წვეთოვანი გზით (სიჩქარით 60-80 წვეთი / წთ) შეჰყავთ დოზით 10-20 მგ/კგ ყოველ 8-12 საათში ერთხელ. ლინკომიცინის სადღეღამისო დოზა ბავშვებისთვის შეყვანისას 15-30 მგ / კგ შეადგენს და ორჯერ შეიყვანება 12 სთ-იანი ინტერვალით.
მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება დაავადების კლინიკური მიმდინარეობით და, როგორც წესი, 7-14 დღეს შეადგენს.
თირკმელების დაქვეითებული ფუნქციის დროს ლინკომიცინი ინიშნება დოზით, რომელიც შეადგენს ჩვეულებრივი დოზის 25-30%-ს (სადღეღამისო დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 1,8 გ).


უკუჩვენებები:

ორსულობა (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სასიცოცხლო მაჩვენებლების მიხედვით); ღვიძლის ან თირკმელების მწვავე დარღვევებისას პრეპარატს იყენებენ სიფრთხილით შემცირებული დოზებით. ლინკომიცინი არ უნდა იქნეს გამოყენებული მიასთენიის დროს. პრეპარატი არ უნდა იქნეს დანიშნული ლაქტაციის დროს (აღწევს პლაცენტაში და გამოიყოფა ძუძუს რძეში), ბავშვთა ასაკი - 1 თვემდე.


შენახვის პირობები:

შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 30 C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვინჰ პჰუქ ფარმაცევტიკალს
ქვეყანა
ვიეტნამი
ჯენერიკი
ლინკომიცინის ჰიდროქლორიდი
დოზა
30%
ფორმა
ხსნარი საინექციო
შეფუთვა
ამპულა
რაოდენობა შეფუთვაში
10
მოცულობა
1მლ
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
პრეპარატების გვერდითი მოვლენებისა და პრეტენზიების შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე:pharmacovigilance@gepha.com
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat
ჯპს | ლინკომიცინი ი/მ ი/ვ ხსნარი საინექციო 30% 1მლ ამპუ