გამოყენების ჩვენებები დოქსიციკლინი ნაჩვენებია მოზრდილებსა და ბავშვებში ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ: -მსუბუქი სიმძიმის არაჰოსპიტალური პნევმონია, მათ შორის გამოწვეული შემდეგი ატიპიური პათოგენური მიკროორგანიზმებით: Chlamydophila (Chlamydia) pneumoniae, Mycoplasma pneumoniae და Chlamydophila (Chlamydia) psittaci; -ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება; -უროგენიტალური ინფექციები (სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები):
ინფექციები, გამოწვეული Chlamydia trachomatis, მათ შორის ურეთრის და ენდოცერვიკალური გაურთულებელი ინფექციები და სწორი ნაწლავის ინფექციები; არაგონოკოკური ურეტრიტი, გამოწვეული Ureaplasma urealyticum; დოქსიციკლინი ასევე ნაჩვენებია რბილი შანკრის, საზარდულის გრანულომის სამკურნალოდ და წარმოადგენს ერთ-ერთ ალტერნატიულ პრეპარატს გონორეისა და სიფილისის სამკურნალოდ; -კანის ინფექციები: ვულგარული აკნე, როდესაც საჭიროა ანტიბიოტიკოთერაპია; -კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები, გამოწვეული Entamoeba spp. (როგორც დამხმარე საშუალება) და Vibrio cholerae (ქოლერა); -ლაიმის დაავადება; -თვალის ინფექციური დაავადებები (კონიუნქტივიტი), გამოწვეული Chlamydia trachomatis (ტრაქომა); -ქუ-ცხელება, გამოწვეული Coxiella burnetii; -რიკეტსიოზი; -სხვა ინფექციები: მუცლის ტიფი (Borrelia recurrentis), ჭირი (Yersinia pestis), ტულარემია (Francisella tularensis), ბრუცელოზი (Brucella spp.), ციმბირული წყლული (Bacillus anthracis), ორნიტოზი (Chlamydia psittaci); -ლეპტოსპიროზი; -პასტერელოზი (ჰემორაგიული სეპტიცემია); -მალარია, გამოწვეული ქლოროქინის მიმართ მდგრადი Plasmodium falciparum; - მალარიის პროფილაქტიკა. ტეტრაციკლინები არ უნდა იქნას გამოყენებული ინფექციური დაავადებებისას, გამოწვეული Salmonella spp. პრეპარატის გამოყენებისას გასათვალისწინებელია ოფიციალური რეკომენდაციები ანტიბაქტერიული პრეპარატების სათანადო გამოყენების შესახებ.
გამოყენების წესი და დოზები
დოზირება დოქსიციკლინის ჩვეულებრივი დოზა და მიღების სიხშირე განსხვავდება უმრავლესი სხვა ტეტრაციკლინების დოზისა და მიღების სიხშირისგან. რეკომენდებული დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციების სიხშირის ზრდა. მოზრდილები და 12-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდები დოქსიციკლინის ჩვეულებრივი დოზა მწვავე ინფექციების სამკურნალოდ მოზრდილებსა და 12-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში შეადგენს 200 მგ-ს 1 ან 2 მიღებაზე მკურნალობის პირველ დღე-ღამეს, შემდეგ 100-100 მგ-ს დღე-ღამეში. მძიმე ინფექციების დროს პრეპარატი ინიშნება დოზით 200 მგ დღე-ღამეში მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში. 8-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები დოქსიციკლინის გამოყენება მწვავე ინფექციების სამკურნალოდ 8-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გულდასმით უნდა შეფასდეს. დოქსიციკლინი გამოიყენება, როდესაც სხვა პრეპარატები მიუწვდომელია, არაეფექტურია ან უკუნაჩვენებია. ასეთ შემთხვევებში მწვავე ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება შემდეგი დოზები: - 45 კგ და ნაკლები წონის ბავშვები: საწყისი დოზა შეადგენს 4 მგ/კგ 1 ან 2 მიღებაზე მკურნალობის პირველ დღე-ღამეს, მომდევნო დღეებში - 2-2 მგ/კგ დღე-ღამეში 1 ან 2 მიღებაზე. მძიმე ინფექციის შემთხვევაში პრეპარატი ინიშნება დოზით 4 მგ/კგ დღე-ღამეში მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში. - 45 კგ-ზე მეტი წონის ბავშვები: ინიშნება მოზრდილებისთვის განკუთვნილი ჩვეულებრივი დოზა. თუ 100 მგ-ზე ნაკლები დოზაა საჭირო, უნდა იქნას გამოყენებული დოქსიციკლინის შემცველი სხვა ხელმისაწვდომი პრეპარატი. ბავშვები დაბადებიდან 8 წლამდე დოქსიციკლინი არ უნდა იქნას გამოყენებული 8 წლამდე ასაკის ბავშვებში კბილების ფერის ცვლილების რისკის გამო.