/images/logo_ka.svg
პოლვერენი ტაბლეტი 400მგ #12

პოლვერენი ტაბლეტი 400მგ #12

ინდოეთი

ლაბ. უნიმაქსი

პროდუქტის შესახებ
პოლვერენი

შემადგენლობა:
პოლვერენი 200 მგ: თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
ცეფიქსიმი USP (ტრიჰიდრატის სახით) 200 მგ უწყლო ცეფიქსიმის ეკვივალენტური.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა (PH112), გასუფთავებული ტალკი, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა (ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა), მაკროგოლები (PEG-6000), ტიტანის დიოქსიდი, გასუფთავებული წყალი.
პოლვერენი 400 მგ: თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
ცეფიქსიმი USP (ტრიჰიდრატის სახით) 400 მგ უწყლო ცეფიქსიმის ეკვივალენტური.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა (PH112), გასუფთავებული ტალკი, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა (ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა), მაკროგოლები (PEG-6000), ტიტანის დიოქსიდი, გასუფთავებული წყალი.

გამოყენების ჩვენებები:

პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:
- სტრეპტოკოკური ტონზილიტი და ფარინგიტი;
-სინუსიტი;
-მწვავე ბრონქიტი;
-ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება;
-მწვავე შუა ოტიტი;
-საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციები;
-გაურთულებელი გონორეა;
-შიგელოზი.

უკუჩვენებები:
- ინდივიდუალური აუტანლობა ცეფალოსპორინის ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ;
-ბავშვთა ასაკი 10 წლამდე (ამ სამკურნალო ფორმით).

სიფრთხილით: ხანდაზმული ასაკი, თირკმლის უკმარისობა, კოლიტი (ანამნეზში), ორსულობა.


ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
ორსულობის დროს პრეპარატ პოლვერენის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს. , როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.



გამოყენების წესი და დოზირება:

პერორალური მიღებისთვის.
მოზრდილებში და 50 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებისთვის სადღეღამისო დოზა შეადგენს 400 მგ-ს ერთ ან ორ მიღებაზე. შეიძლება ტაბლეტის გადაყლაპვა საკმარისი რაოდენობის წყლის დაყოლებით, ან წყალში განზავება და მიღებული სუსპენზიის დალევა მომზადებისთანავე. პრეპარატის მიღება შესაძლებელია საკვების მიღების მიუხედავად.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობასა და ინფექციის ტიპზე. ინფექციის ან/და ცხელების სიმპტომების გაქრობის შემდეგ, მიზანშეწონილია პრეპარატის მიღების გაგრძელება მინიმუმ 48-72 საათის განმავლობაში.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლაბ. უნიმაქსი
ქვეყანა
ინდოეთი
ჯენერიკი
ცეფიქსიმი
დოზა
400მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
12
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat