/images/logo_ka.svg
ალზოლი მალამო 45გრ ტუბი #1

ალზოლი მალამო 45გრ ტუბი #1

უნგრეთი

ეგისი

ალზოლის მალამო გამოიყენება სისხლდენის გარეშე არსებული ზედაპირული ჭრილობებისა და დაზიანებების, კანის ზედაპირული ანთებისა და გაღიზიანების, მწერის ნაკბენისა და მზისგან დამწვრობის სამკურნალოდ.

პროდუქტის შესახებ

ალზოლი მალამო 45გრ ტუბი

შემადგენლობა:

​აქტიური სუბსტანცია არის ალუმინის აცეტატის ტარტრატის ბორატის ხსნარი 15.0 მგ 1 გ მალამოში.

სხვა ინგრედიენტებია: ლავანდის ზეთი, ქოლესტერინი, მყარი პარაფინი, გლიცერინი 85%, შალის ცვილი, თხევადი პარაფინი, სუფთა წყალი, ყვითელი ვაზელინი, ჰიპრომელოზა.


ჩვენება:

​ალზოლის მალამოს აქტიურ ინგრედიენტს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. გამოიყენება სისხლდენის გარეშე არსებული ზედაპირული ჭრილობებისა და დაზიანებების, კანის ზედაპირული ანთებისა და გაღიზიანების, მწერის ნაკბენისა და მზისგან დამწვრობის სამკურნალოდ. გარდა ამისა, გამოიყენება ზედაპირული ნაწოლების სამკურნალოდ და საფენებით გამოწვეული დერმატიტის (საფენის მოხმარების არეში სიწითლისა და გამონაყარის) პრევენციისა და მკურნალობისათვის.


ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ალზოლის მალამოს გამოყენების შესახებ კვლევის მონაცემები არ არსებობს. ვინაიდან ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდშიშეიძლება იმ პრეპარატების გამოყენება, რომლებიც შეიცავენ ალუმინის იმავე რაოდენობას, რასაც ალზოლის მალამოს მთლიანი ტუბი, სავადაუდოა, რომ ალზოლის მალამოს გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უსაფრთხოა.
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.


ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა:

ალზოლის მალამო გავლენას არ ახდენს ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.


გამოყენება:

​ალზოლის მალამო გამოიყენება მხოლოდ კანზე.
მალამო უნდა წაისვათ კანის დაზიანებულ უბანზე დღეში ორჯერ ან სამჯერ.
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობის ალზოლის მალამო, მოიცილეთ დაზიანებული კანიდან (მოიწმინდეთ).
თუ დაგავიწყდათ ალზოლის მალამოს გამოყენება, გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა, გააგრძელეთ მკურნალობა გამოყენებისა და დოზირების შესახებ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად.


შენახვა:

​შეინახეთ 25 C-მდე ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ალზოლის მალამო არ გამოიყენოთ კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.​

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ეგისი
ქვეყანა
უნგრეთი
ჯენერიკი
ალუმინის აცეტატ ტეტრატ ბორატი
ფორმა
მალამო
შეფუთვა
ტუბი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
45გრ
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
პრეპარატების გვერდითი მოვლენებისა და პრეტენზიების შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე:pharmacovigilance@gepha.com
menuHome
მთავარი
menuStatus
სტატუსი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat
ჯპს | ალზოლი მალამო 45გრ ტუბი #1