ბეტადინი ხსნარი გარეგანი 10% 240მლ ფლაკონი #1
ბეტადინი ხსნარი გარეგანი 10%  240მლ ფლაკონი  #1

ბეტადინი ხსნარი გარეგანი 10% 240მლ ფლაკონი #1

საბერძნეთი

ლავიფარმი
პროდუქტის შესახებ
ბეტადინი ხსანარი გარეგანი გამოყენებისათვის.
პრაპარატის აქტიური ნივთიერება: პოვიდონ-იოდი (პვპ-იოდი), ყოველ მილილიტრში 100 მგ (შესაბამება აქტიური იოდის 10 მგ-ს).
სხვა კომპონენტები: გლიცერინი, ნონოქსინოლი 9, ლიმონმჟავა, დინატრიუმის ჰიდროფოსფატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალება
ჩვენებები:
• ხელების დეზინფექცია და ლორწოვანი გარსების ანტისეპტიური დამუშავება, მაგალითად, ქირურგიულ ოპერაციამდე, გინეკოლოგიურ და სამეანო პროცედურებამდე, შარდის ბუშტის კათეტერიზაციამდე, ბიოფსიამდე, ინექციამდე, პუნქციამდე, სისხლის აღებამდე და, ასევე, პირველი დახმარების სახით ინფიცირებული მასალით შემთხვევითი დაბინძურების შემთხვევაში.
• ჭრილობების და დამწვრობების ანტისეპტიური დამუშავება.
• ხელების ჰიგიენური და ქირურგიული დეზინფექცია.
• ბეტადინის განზავებული ხსნარის გამოყენება შეიძლება ოფთალმოლოგიური ჩარევის დროს და ახალშობილების ოფთალმიის პროფილაქტიკისათვის.
დოზირება
ბეტადინის განუზავებელი ხსნარის გამოყენება საჭიროა ჭრილობების დამუშავებისათვის (დამწვრობები და სხვა ჭრილობები), ხელების და კანის დასამუშავებლად ქირურგიულ ოპერაციამდე, შარდის ბუშტის კათეტერიზაციამდე, ინექციამდე, პუნქციამდე და ა.შ.
ბეტადინის ხსნარის გამოყენება შეიძლება დღეში რამდენჯერმე.
ხელების დეზინფექციის დროს საჭიროა შემდეგი წესების დაცვა:
ა) ხელების ჰიგიენური დეზინფექცია: განუზავებელი ხსნარის 3 მლ 2-ჯერ – ყოველი დოზა 3 მლ-ის ოდენობით რჩება კანზე, 5 წუთის განმავლობაში.
ბ) ხელების ქირურგიული დეზინფექცია: განუზავებელი ხსნარის 5 მლ 2-ჯერ – ყოველი დოზა 5 მლ-ის ოდენობით რჩება კანზე, 5 წუთის განმავლობაში.
კანის დეზინფექციისათვის განუზავებელი ხსნარი წასმის შემდეგ რჩება გაშრობამდე.
ზემოთ მოცემული ჩვენებებით ბეტადინის ხსნარის გამოყენება შეიძლება წყალსადენის წყლით განზავების შემდეგ. იზოტონური პირობების მიღწევის საჭიროებისას განზავებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნას სუფრის მარილის ფიზიოლოგიური ხსნარი ან რინგერის ხსნარი.
გვერდითი ეფექტები:
პვპ-იოდი, ჩვეულებრივ, კარგად აიტანება. კანის ზემგრძნობელობის რეაქციები (მაგალითად, შენელებული ტიპის ალერგიული რეაქციები – ქავილი, სიწითლე, ბუშტუკები) აღინიშნება ძალიან იშვიათად.
ცალკეულ შემთხვევებში აღწერილია კანის გენერალიზებული მწვავე რეაქციები არტერიული წნევის დაქვეითებით და/ან სუნთქვის გაძნელებით (ანაფილაქსიური რეაქციები). ბეტადინის ხსნარის ხანგრძლივი გამოყენების დროს შეიძლება მოხდეს იოდის მნიშვნელოვანი რაოდენობის შეწოვა. ცალკეულ შემთხვევებში მიდრეკილების მქონე პირებს შეიძლება აღენიშნოთ იოდით ინდუცირებული ჰიპერთირეოზი.


შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას 15რ-25რC-ზე!

ვარგისიანობის ვადა:
ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფზე.
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
ურეცეპტოდ.

მწარმოებელი:
ფარმაცევტული ქარხანა ეგისი სს
უნგრეთი
ფირმა ს/ს მუნდიფარმას ლიცენზიით, ბაზელი, შვეიცარია
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლავიფარმი
ქვეყანა
საბერძნეთი
ჯენერიკი
პოვიდონ იოდიდი
დოზა
10%
ფორმა
ხსნარი გარეგანი
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
240მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი