რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემადგენლობა, აქტიური ინგრედიენტი: ადამიანის პლაზმისგან მიღებული ალბუმინი 1000მლ ხსნარი შეიცავს: 200 გრამ პლაზმის პროტეინებს, სადაც ადამიანის ალბუმინი არის არანაკლებ 96%. ნატრიუმი ------------------------------------------- 142.5-157.5 მმოლი კალციუმი ---------------------------------------------- მაქს 2,0 მმოლი N-აცეტილ-DL-ტრიპტოფანატი --------------------- მაქს 0.08 მმოლი/გ ალბუმინი ნატრიუმის კაპრილატი ------------------------------ მაქს 0.08 მმოლი/გ ალბუმინი საინექციო წყალი შესავსებად ------------------------- 1000მლ-მდე
ფარმაცევტული ფორმა ადამიანის ალბუმინი 20% არის კონცენტრული საინფუზიო ხსნარი ინტრავენური გამოყენებისთვის.
თერაპიული ჩვენებები ალბუმინით ჩანაცვლებითი თერაპია ალბუმინის დიდი დეფიციტის დროს. ალბუმინი ადამიანის ოქტაფარმა პირველ რიგში გამოიყენება მწვავე დაავადებების დროს. მთავარი ჩვენება არის პლაზმის შემცირებული მოცულობის კორექცია ონკოტიკური წნევის სტაბილიზაციით დროის ხანგრძლივ პერიოდში. ჭრილობების მკურნალობისას პოსტოპერაციულ ფაზაში გამოირიცხება ან მცირდება ჭრილობების შეშუპება. ტიპიური ჩვენებებია: ისეთი შოკური მდგომარეობების თერაპია, როგორიცაა: - ჰემორაგიული შოკი - პლაზმის დეფიციტით განპირობებული შოკის თანმხლები სხვა მდგომარეობები. - დამწვრობა; - ღვიძლის უკმარისობა; - ღვიძლის ციროზი; - ნეფრიტები; - ნეფროზული სინდრომი - ასციტები; - ლაიელის (Lყელლ) სინდრომი; - მოზრდილთა რესპირატორული დისტრეს-სინდრომი; - ახალშობილთა სიყვითლე, ცერებრული შეშუპება, ტოქსიური პროცესები (ტოქსემია ორსულობისას). პლაზმის ჩანაცვლება ან მისი მოცულობის შევსება, ჰიპერვისცოზური სინდრომი; ამ მიზნით ალბუმინი 20% ოქტაფარმა უნდა განზავდეს შესაბამისი მოცულობის ელექტროლიტების ხსნარით პროტეინის შესაბამისი შემცველობის მიღწევამდე.დაიცავით სინათლისგან. შეინახეთ +2 - +25ჩ-მდე ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.