ანკერმანი B-12 ტაბლეტი 1000მკგ #50

ანკერმანი B-12 ტაბლეტი 1000მკგ #50

გერმანია

არტეზან ფარმა
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: 1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 1000მკგ ციანოკობალამინს (ვიტამინიB12). დამხმარე ნივთიერებებია: პოვიდონი K30, სტეარინის მჟავა, გლიკოლის სანთელი, ლაქტოზა-მონოჰიდრატი, სუკროზა, არაბული რეზინა, ტალკი, კალციუმის კარბონატი, ტიტანის დიოქსიდი, თეთრი ტონი, მაკროგოლი 6000, მაკროგოლის გლიცეროლის ჰიდროქსიდის სტეარატი, ნატრიუმის დოდეცილის სულფატი, კროსკარმელოზას ნატრიუმი, ჰიპრომელოზა, ჰიდროქსიდის პროპილის ცელულოზა, ტრიგლიცერიდი. არ შეიცავს გლუტენს, შეიცავს ლაქტოზას.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიანემიური პრეპარატები.

ჩვენებები: B12 ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული ანემია, ნევროლოგიური დარღვევები, ფუნიკალური სპინალური დაავადება.

დოზირება და მიღების წესი: პრეპარატი ინიშნება ექიმის მიერ. მძიმე ნევროლოგიური სიმპტომების შემთხვევაში საჭიროა დაწყებულ იქნას საინექციო პრეპარატი. დოზა ინიშნება სიმპტომების მიხედვით. პაციენტები ჰემატოლოგიური და მძიმე ნევროლოგიური ანალიზებით, იზოლირებული მძიმე ნევროლოგიური ანალიზით: საინექციო ფორმა. პაციენტები ჰემატოლოგიური ან ნევროლოგიური ანალიზით: დღეში 2-ჯერ 2 შემოგარსული ტაბლეტი. პაციენტები ჰემატოლოგიური ან ნევროლოგიური იმპტომების გარეშე: 1-2 ტაბლეტი დღეში 2-ჯერ. გასტრექტომიის, დიეტით გამოწვეული დარღვევების ან სხვა შეწოვის დარღვევის შემთხვევაში: დღეში 1-2 ტაბლეტი. შემოგარსული ტაბლეტი მიიღება წყალთან ერთად დაუღეჭავად, დილით, უზმოზე. მკურნალობის ხანგრძლივობა, განსაკუთრებით საწყისი მკურნალობის შემთხვევაში პერნიციოზული ანემიის დროს როგორც წესი 4 კვირაა და განსაზღვრავს მკურნალი ექიმი. მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს მთელი ცხოვრება.

გვერდითი მოვლენები: ალერგიული რეაქცია სიცხით, გამონაყრით, ქავიილით. აკნესმაგვარი გამონაყარი.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა ციანკობალამინის ან პრეპარატის შემადგენელი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: უნდა ეცნობოს ექიმს თუ პაციენტი იღებს, იღებდა ან აპირებს რაიმე პრეპარატის მიღებას, მათ შორის იმ პრეპარატს, რომელიც არ გაიცემა რეცეპტით. B12 ვიტამინის რეზორბციას აფერხებს კოლხიცინი, ამინოგლიკოზიდები, ნეომიცინი, ამინო სალიცილის მჟავა, ანტიეპილეფსიური საშუალებები, ბიგუანიდები, ქლორამფენიკოლი, ქოლესტირამინი, კალიუმის მარილი, მეთილდოპა და მჟავიანობის დამთრგუნველი საშუალებები (მაგ.: ომეპრაზოლი, ციმეტიდინი), ასევე ალკოჰოლი.

განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატის მიღებამდე უნდა მოხდეს ექიმთან კონსულტაციის გავლა. სისხლში და ან ნევროლოგიური დარღვევების დროს გაითვალისწინეთ შემდეგი: დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე ან არასაკმარისი ინფორმაციის ან მკურნალობის რეჟიმის დაუცველობის გამო ორალური თერაპიის დროს მკაცრი კონტროლის ქვეშ უნდა იყოს პაციენტი. რეკომენდებულია მკურნალობის დაწყებამდე 7 დღით ადრე შემოწმდეს სიმპტომები, რეტიკულოციტები, სისხლის ანალიზი, ჰემოგლობინი, ასევე სისხლში წითელი ბურთულების მოცულობა. შემდგომ მკურნალობის დაწყებიდან წლის პირველ მეოთხედში 4 კვირიანი შუალედებით გადაამოწმეთ სიმპტომები და სისხლის ანალიზი, მათ შორის სისხლში წითელი ბურთულების მოცულობა, ბოლოს, წარმატებული მკურნალობის მიმდინარეობის შემთხვევაში, ნახევარი ან ერთი წლის შუალედით. გართულებების შემთხვევაში ანალიზები უნდა გაკეთდეს შედარებით ხშირად. პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას და სუკროზას. რომელიმე შაქრის მიმართ აუტანლობის შემთხვევაში უნდა მიემართოს ექიმს პრეპარატის მიღებამდე. დოზის გამოტოვების შემთხვევაში დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება. მკურნალობა არ უნდა შეწყდეს თვითნებურად.

ორსულობა და ლაქტაცია: რეკომენდირებული დღიური დოზა ორსულობსა და ძუძუთი კვების პერიოდში შეადგენს 4მგ-ს. მკურნალობას და მის ხანგრძლივობას გადაწყვეტს ექიმი.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: არ ახდენს გავლენას.

ჭარბი დოზირება: ჭარბი დოზირების შემთხვევაში არ გამოვლენილა მოწამვლა ან სხვა რაიმე სიმპტომი.

გარეგნული სახე და შეფუთვა: თეთრი შემოგარსული ტაბლეტები (შეიძლება იყოს მოვარდისფრო შემოგარსული ტაბლეტები, მაგრამ ეს არ არის პრეპარატის ნაკლი). ორიგინალ შეფუთვაშია #50 შემოგარსული ტაბლეტი.

შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
არტეზან ფარმა
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
ციანკობალამინი
დოზა
1000მკგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
50
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი