/images/logo_ka.svg
ცილოსტაზოლი ნორმონი ტაბლეტი 100მგ #56
ცილოსტაზოლი ნორმონი ტაბლეტი 100მგ #56

ცილოსტაზოლი ნორმონი ტაბლეტი 100მგ #56

ესპანეთი

ლაბ. ნორმონი

პროდუქტის შესახებ
ცილოსტაზოლი ნორმონი

აქტიური ნივთიერებაა ცილოსტაზოლი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 100 მგ ცილოსტაზოლს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: სორბიტოლი (E-420), მიკროკრისტალური ცელუ-ლოზა, კროსპოვიდონი, კალციუმის კარმელოზა, კოლოიდური უწყლო სილიცი-უმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი და სტეარის მჟავა.

გამოყენება:
ცილოსტაზოლი ნორმონი მიეკუთვნება მედიკამენტების გუფს, ე.წ. მე-3 ტიპის ფოსფოდიესთერაზას ინჰიბიტორებს.
მას ახასიათებს სხვადახვა მოქმედება, რომელიც მოიცავს ზოგიერთი სისხლ-ძარღვის გაფართოებას და სისხლძარღვებში სისხლის ზოგიერთი უჯრედების, თრომბოციტების, შედედების (შეწებების) აქტივობის შემცირებას

ცილოსტაზოლი ნორმონი ინიშნება “ხანგამოშვებითი კოჭლობის” სამკურ-ნალოდ. ხანგამოშვებითი კოჭლობა არის სპაზმური ტიპის ტკივილი ფეხებში სიარულის დროს და გამოწვეულია ფეხებში სისხლის არასაკმარისი მომარ-აგებით. ცილოსტაზოლი ნორმონი ხელს უწყობს სიარულის მანძილის გაზრ-დას, რადგან ის აუმჯობესებს ფეხებში სისხლის ცირკულაციას. ცილოსტაზოლი რეკომენდებულია მხოლოდ იმ პაციენტებისათვის, რომლებშიც სიმპტომები საკმარისად არ უმჯობესდება ცხოვრების სტილის ცვლილებების შედეგად (როგორიცაა: თამბაქოს მოწევის შეწყვეტა და ფიზიკური ვარჯიშის გაზრდა) და სხვა შესაბამისი ჩარევების შემდეგ. მნიშვნელოვანია, რომ ცხოვრების წესის ეს ცვლილებები გაგრძელდეს ცილოსტაზოლის მიღების განმავლობაში.

მიღების წესი:
•მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.
•რეკომენდებული დოზაა ერთი 100 მგ ტაბლეტი ორჯერ დღეში (დილით და საღამოს). ეს დოზა არ უნდა შეიცვალოს ხანდაზმულებში. თუმცა, ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო დაბალი დოზა, თუ პაციენტი იღებს სხვა მედიკამენტებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ცილოსტაზოლი ნორმონის ეფექტზე.
•ცილოსტაზოლი ნორმონის ტაბლეტები მიღებულ უნდა იქნას საუზმემდე და ვახშმამდე 30 წუთით ადრე. ტაბლეტების მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს მცირეოდენ წყალთან ერთად.

ზოგჯერ ცილოსტაზოლი ნორმონის სარგებელი შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის 4-12 კვირაში. მკურნალი ექიმი პაციენტის პროგრესს შეაფასებს მკურნალობის 3 თვის შემდეგ და შეიძლება შეწყვიტოს ცილოსტაზოლით მკურნალობა, თუ მკურნალობის ეფექტი არასაკმარისია.

შენახვის წეს:
მედიკამენტი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება 25C-ის ქვემოთ. ინახება ორიგინალური შეფუთვით ნესტისაგან დაცულ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლაბ. ნორმონი
ქვეყანა
ესპანეთი
ჯენერიკი
ცილოსტაზოლი
დოზა
100მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
56
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat