საერთაშორისო დასახელება: Ferrous sulfate + Vitamin C, B1, B2, B6, B9, PP
შემადგენლობა
თითოეული კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
- რკინის სულფატი (გამომშრალი) – 150.0 მგ
- ფოლის მჟავა (ვიტამინი B9) – 0.5 მგ
- ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) – 50.0 მგ
- თიამინის მონონიტრატი (ვიტამინი B1) – 2.0 მგ
- რიბოფლავინი (ვიტამინი B2) – 2.0 მგ
- პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) – 1.0 მგ
- ნიკოტინამიდი (ვიტამინი PP) – 10.0 მგ
- თუთია (სულფატის ფორმით) – 25.0 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
სიმინდის სახამებელი, გასუფთავებული ტალკი, საქაროზა, კალციუმის სულფატის დიჰიდრატი, ტიტანის დიოქსიდი, ეთილცელულოზა, პოვიდონი, გლიცერინის მონოსტეარატი, ფუტკრის დინდგელი, რკინის ოქსიდი წითელი (E172), ჟელატინი.
კაფსულის გარსის შემადგენლობა:
ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი შავი, ჟელატინი, ერითროზინი, ინდიგოტინი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელი საშუალებები. ანემიის საწინააღმდეგო საშუალებები. ჰემოპოეზის მასტიმულირებლები, რკინის პრეპარატები.
გამოყენების ჩვენებები
- რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
- რკინის ფარული დეფიციტი;
- სხვადასხვა ზემოქმედებით გამოწვეული ანემიები (ქირურგიული ჩარევები, მაიონიზირებელი გამოსხივება, ხანგრძლივი ჰემოდიალიზი და სხვ.);
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
- ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა;
- ჰიპო- და ავიტამინოზები.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- რკინის დეფიციტით არგამოწვეული ანემიები (აპლასტიური, ჰემოლიზური, სიდეროაქრესტიული, ტყვიის ანემიები, მეგალობლასტური ანემია, გამოწვეული ვიტამინი B12-ის ან ფოლის მჟავას დეფიციტით);
- ჰემოსიდეროზი;
- ჰემოქრომატოზი;
- ღვიძლის უკმარისობა.
განსაკუთრებული მითითებები
- რკინის შეწოვის დაქვეითების თავიდან ასაცილებლად არ არის რეკომენდებული კაფსულების მიღება შავ ჩაისთან, ყავასთან ან რძესთან ერთად.
- განავლის მუქი შეფერილობა დაკავშირებულია შეუწოველი რკინის გამოყოფასთან და კლინიკური მნიშვნელობა არ გააჩნია.
გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:
- ყაბზობა ან დიარეა;
- ღებინება;
- გასტრალგია.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ:
- ძილის დარღვევა;
- აგზნებულობა;
- დეპრესია.
ალერგიული რეაქციები:
- იშვიათად – ეგზემური მოვლენები;
- ჭინჭრის ციება.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი მიიღება შიგნით, უშუალოდ ჭამის დროს ან მის შემდეგ.
რკინადეფიციტური ანემია:
- 1–2 კაფსულა დღეში 2-ჯერ, საშუალოდ 3 თვის განმავლობაში (ანემიის სიმძიმის მიხედვით).
რკინის ფარული დეფიციტი:
- 1–2 კაფსულა დღეში ერთხელ, 3–4 კვირის განმავლობაში.
ორსულობა:
- ორსულობის მე-14 კვირიდან – თითო კაფსულა დღეში ერთხელ, ყოველი ორი კვირის შემდეგ ერთკვირიანი შესვენებით, მშობიარობამდე.
ლაქტაციის პერიოდში:
მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად პლაზმაში რკინის დონის კონტროლის საფუძველზე. რკინის უკმარისობის გამოხატული კლინიკური გამოვლინებებისას მკურნალობა გრძელდება 3–6 თვე. ჰემოგლობინის ნორმალიზების შემდეგ თერაპია უნდა გაგრძელდეს დაახლოებით 2 თვის განმავლობაში, ორგანიზმში რკინის მარაგების სრულად შესავსებად.
სამედიცინო აბორტის წინ:
- 1–2 კაფსულა დღეში, 10 დღის განმავლობაში.
გეგმიური ოპერაციების წინ:
- 1–2 კაფსულა დღეში, 2–3 კვირის განმავლობაში.
მენსტრუაციის პერიოდში:
- 1 კაფსულა მენსტრუაციის დაწყებამდე 2 დღით ადრე, მთელი მენსტრუაციის განმავლობაში და დასრულებიდან კიდევ 2 დღის განმავლობაში. საერთო ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს.
ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის, ჰიპო- და ავიტამინოზის დროს:
- 1–2 კაფსულა დღეში. პროფილაქტიკისა და მკურნალობის კურსი შეადგენს 10 დღეს.