ფოლფა ტაბლეტი 0.4მგ #30

ფოლფა ტაბლეტი 0.4მგ #30

ბულგარეთი

კენდი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - ფოლის მჟავა, Folic Acid

წამლის ფორმა
ტაბლეტები.
აღწერილობა: ყვითელი ფერის, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები.

შემადგენლობა
ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ფოლის მჟავა 400 მკგ, 1 მგ, ან 5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიანემიური პრეპარატები. ფოლის მჟავა და მისი წარმოებულები.
გამოყენების ჩვენებები
- არაბალანსირებული და არასრულფასოვანი კვების ფონზე ფოლის მჟავას დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
- ფოლის მჟავას დეფიციტის ფონზე ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში (მაკროციტური ჰიპერქრომული ანემია; სამკურნალო საშუალებებით და მაიონიზებელი რადიაციით გამოწვეული ანემია და ლეიკოპენია; მეგალობლასტური ანემია; რეზექციის შემდგომი ანემია; წვრილი ნაწლავის დაავადებებთან, სპრუს და მალაბსორბციის სინდრომთან დაკავშირებული ანემიები);
- ორსულობის და ლაქტაციის პერიოდთან დაკავშირებული ანემიების მკურნალობა და პროფილაქტიკა;
- ნაყოფის ნერვული მილის დეფექტების განვითარების პროფილაქტიკა ორსულობის I ტრიმესტრში;
- ხანგრძლივი მკურნალობა ფოლის მჟავას ანტაგონისტებით (მეტოტრექსატი, სულფამეტაქსაზოლი/ტრიმეტოპრიმის კომბინაცია), კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატებით (ფენიტოინი, პრიმიდონი, ფენობარბიტალი).

მიღების წესი და დოზები
პრეპარატი ფოლფა ინიშნება შიგნით, ჭამის შემდეგ.
ფოლის მჟავას დეფიციტის პროფილაქტიკისათვის მოზრდილებსა და 14 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში ინიშნება 4 - მკგ/დღ-ღამეში. ფოლის მჟავას სადღეღამისო მოთხოვნილება 4-13 წლის ბავშვებში – 200-300 მკგ, 1-3 წლის – 150 მკგ, წლამდე ასაკის ბავშვებში – 65-85 მკგ.
ორსულობისას ანემიის პროფილაქტიკისა და ნაყოფში ნერვული მილის განვითარების დეფექტის თავიდან ასაცილებლად – 400-800 მკგ/დღე-ღამეში; ლაქტაციის პერიოდში – 400 მკგ/დღე-ღამეში.
მკურნალობის მიზნით პრეპარატი ინიშნება მოზრდილებში 5 მგ/დღე-ღამეში 20-30 დღის განმავლობაში, ბავშვებში – ასაკიდან გამომდინარე. სადღეღამისო დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი ინდივიდუალურად, დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე.

წინაღმდეგჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები.

გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები: კანის გამონაყარი, ქავილი, ბრონქოსპაზმი, ერითემა, ჰიპერთერმია.
კნტ-ის მხრივ: გულისრევა, მუცლის შებერილობა, პირში მწარე გემო, ანორექსია.
სხვა: ხანგრძლივი გამოყენებისას, შესაძლებელია В12 ჰიპოვიტამინოზის განვითარება.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
კენდი
ქვეყანა
ბულგარეთი
ჯენერიკი
ფოლის მჟავა+ვიტ ბ-1+ბ-6+ბ-12
დოზა
0.4მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი