ინტოფერი ტაბლეტი საღეჭი 100მგ #30

ინტოფერი ტაბლეტი საღეჭი 100მგ #30

მაკედონია

რეპლეკ ფარმა
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: ერთი საღეჭი ტაბლეტი შეიცავს: აქტიური ნივთიერება: რკინა (III) ჰიდროქსიდი პოლიმალტოზური კომპლექსი 40% ექვივალენტურია ელემენტარული რკინის 100მგ-ის. დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, სორბიტოლი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, პოვიდონი, ნატრიუმის საქარინი, მაგნიუმის სტეარატი, შოკოლადის არომატი.

გამოყენების ჩვენება: ლატენტური და კლინიკურად გამოხატული რკინის დეფიციტის მკურნალობა (რკინადეფიციტური ანემია); რკინის დეფიციტის პროფილაქტიკა ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში, ქალებში და მოზრდილებში (მაგალითად, ვეგეტარიანელებში და ხანდაზმულ პირებში).

უკუჩვენება: რკინის სიჭარბე (მაგალითად, ჰემოსიდეროზი და ჰემოქრომატოზი); რკინის და ფოლიუმის მჟავას უტილიზაციის დარღვევა (მაგალითად, ტყვიით მოწამვლით გამოწვეული ანემია, სიდეროაქრესტიული ანემია); არარკინადეფიციტური ანემია (მაგალითად, ჰემოლიზური ანემია ან მეგალობლასტური ანემია, რომელიც გამოწვეულია B12 ვიტამინის უკმარისობით).

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულ ქალებში ორსულობის I ტრიმესტრის შემდეგ არ ყოფილა გამოვლენილი პრეპარატის არასასურველი ზემოქმედება დედაზე და ნაყოფზე. არ არის მონაცემები პრეპარატის არასასურველ მოქმედებაზე ნაყოფზე ორსულობის I ტრიმესტრში.

გამოყენების წესი და დოზები: პრეპარატი მიიღება შიგნით კვების დროს ან კვების შემდეგ. შესაძლებელია საღეჭი ტაბლეტების დაღეჭვა ან მთლიანად გადაყლაპვა. პრეპარატის სადღეღამისო დოზა დამოკიდებულია რკინის დეფიციტის ხარისხზე: მოზრდილებში (მათ შორის ლაქტაციის პეიროდში მყოფ ქალებში): რკინადეფიციტური ანემია–1-3 ტაბლეტი დღეში. რკინის ლატენტური დეფიციტი–1 ტაბლეტი დღეში. ორსული ქალები: რკინადეფიციტური ანემია–2-3 ტაბლეტი დღეში. რკინის ლატენტური დეფიციტი–1 ტაბლეტი დღეში. რკინის დეფიციტის პროფილაქტიკა-1 ტაბლეტი დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა რკინის კლინიკურად გამოხატული დეფიციტის დროს (რკინადეფიციტური ანემია) შეადგენს 3-5 თვეს, ჰემოგლობინის დონის ნორმალიზაციამდე. ამის შემდეგ პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს დოზით, რომელიც განკუთვნილია რკინის ლატენტური დეფიციტის მკურნალობისთვის რამდენიმე თვის განმავლობაში, ხოლო ორსულებში სულ მცირედ მშობიარობამდე რკინის მარაგის აღსადგენად.

რკინის ლატენტური დეფიციტის მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 1-2 თვეს. რკინის კლინიკურად გამოხატული უკმარისობის შემთხვევაში, ჰემოგლობინის დონის ნორმალიზაცია და რკინის მარაგის აღდგენა ხდება მხოლოდ მკურნალობის დაწყებიდან 2-3 თვის შემდეგ.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, შუქისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

სამკურნალო ფორმა: საღეჭი ტაბლეტები.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
რეპლეკ ფარმა
ქვეყანა
მაკედონია
ჯენერიკი
რკინის III ჰიდროქსიდი
დოზა
100მგ
ფორმა
ტაბლეტი საღეჭი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი