/images/logo_ka.svg
კარდატუქსანი ტაბლეტი  2.5მგ #56

კარდატუქსანი ტაბლეტი 2.5მგ #56

პოლონეთი

გედეონ რიხტერი პოლსკა

პროდუქტის შესახებ
კარდატუქსანი

შემადგენლობა
თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: რივაროქსაბანი 2,5 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 101), ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიპრომელოზა 6 cP, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, მაგნიუმის სტეარატი; აპკიანი საფარი: ოპადრაი II 33G220013 ყვითელი (ჰიპრომელოზა 6 cP, ტიტანის დიოქსიდი (E171), ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაკროგოლი პეგ 4000 (E1521), ტრიაცეტინი, რკინის ოქსიდი ყვითელი (E172).

გამოყენების ჩვენებები
- პრეპარატი კარდატუქსანი აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად ან აცეტილსალიცილის მჟავასთან კლოპიდოგრელის ან ტიკლოპიდინის კომბინაციაში განკუთვნილია ათეროთრომბოზული გართულებების პროფილაქტიკისთვის მოზრდილ პაციენტებში მწვავე კორონარული სინდრომით გულის სპეციფიკური ბიომარკერების მომატებული მაჩვენებლით (იხ. "ფარმაკოდინამიკა", "უკუჩვენებები" და "სიფრთხილის ზომები").
- პრეპარატი კარდატუქსანი აცეტილსალიცილმჟავასთან ერთად განკუთვნილია ათეროთრომბოზული გართულებების პროფილაქტიკისთვის მოზრდილ პაციენტებში გულის კორონარული დაავადებით ან კლინიკურად მნიშვნელოვანი პერიფერიული არტერიების დაავადებით (PAD) იშემიური მოვლენების მაღალი რისკით.

გამოყენების წესი და დოზები
დოზირების რეჟიმი
რეკომენდებული დოზა არის 2.5 მგ ორჯერ დღეში.
მწვავე კორონარული სინდრომი
პაციენტებმა, რომლებიც იღებენ კარდატუქსანს 2,5 მგ ორჯერ დღეში, ასევე უნდა მიიღონ აცეტილსალიცილის მჟავა დღიური დოზით 75-100 მგ ან აცეტილსალიცილის მჟავა დღიური დოზით 75-100 მგ კლოპიდოგრელის 75 მგ დღიურ დოზასთან ან ტიკლოპიდინის სტანდარტულ დღიურ დოზასთან ერთად.
მკურნალობა რეგულარულად უნდა შეფასდეს თითოეულ პაციენტში, იშემიური გართულებების და სისხლდენის რისკის გათვალისწინებით. მკურნალობის გახანგრძლივება 12 თვეზე მეტ ხანს უნდა განხორციელდეს ინდივიდუალურად, ვინაიდან მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ 24 თვემდე შეზღუდულია (იხ. ნაწილი "ფარმაკოდინამიკა").
კარდატუქსანით მკურნალობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მალე, მას შემდეგ, რაც მწვავე კორონარული სინდრომის მქონე პაციენტის მდგომარეობა სტაბილიზდება (რევასკულარიზაციის პროცედურის ჩათვლით), მაგრამ არა უადრეს 24 საათისა ჰოსპიტალიზაციის შემდეგ და იმ დროს, როდესაც ჩვეულებრივ წყდება პარენტერალური ანტიკოაგულაციური თერაპია.

შენახვის პირობები
პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
გედეონ რიხტერი პოლსკა
ქვეყანა
პოლონეთი
ჯენერიკი
რივაროქსაბანი
დოზა
2.5მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
56
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat