პლუსკარდი ტაბლეტი 100მგ+40მგ #60

პლუსკარდი ტაბლეტი 100მგ+40მგ #60

პოლონეთი

აფლოფარმი
კალათის ფასდაკლება
-
7.35
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Acetylsalicylic acid+Glycinum
პლუსკარდი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას: აცეტილსალიცილის მჟავას და გლიცინს
აცეტილსალიცილის მჟავა აინჰიბირებს თრომბოციტების აგლომერაციას, გლიცინი იცავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს აცეტილსალიცილის მჟავას გამაღიზიანებელი ეფექტებისგან.
კლინიკურ კვლევებში აცეტილსალიცილის მჟავას მცირე დოზები (50-325მგ) ეფექტურად აინჰიბირებს თრომბოციტების აგრეგაციას, მნიშვნელოვან როლს თამაშობს სისხლძარღვებში თრომბის ფორმირების პრევენციაში.
მედიკამენტის მეორე აქტიური ნივთიერება გლიცინი ზრდის აცეტილსალიცილის მჟავას ხსნადობას და აადვილებს მის აბსორბციას.
პლუსკარდი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
-მიოკარდიმის ინფარქტის პრევენციისთვის, კარდიოვასკულური დაავადების მქონე პირებისთვის.
-თრომბოემბოლიური გართულებების პრევენციისთვის მიოკარდიუმის ინფარქტის, ცერებრული ინსულტის, კორონარული არტერიების პროცედურების, გულის ანგინის დროს.
-ბოლო პერიოდში გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის ან საეჭვო მიოკარდიუმის ინფარქტის დროს
მედიკამენტი ყოველთვის მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პლუსკარდით მკურნალობის დაწყების და დოზირების შესახებ გადაწყვეტილებას ღებულობს ექიმი.
რეკომენდებული დოზა
მოზრდილები და 16 წელზე უფროსი ასაკის ახალგაზრდები:
მიოკარდიუმის ინფარქტის პრევენცია: ჩვეულებრივ 1 ტაბლეტი დღეში
თრომბოემბოლიური გართულებების პრევენცია შემდეგი მდგომარეობების შემდეგ:
- მიოკარდიუმის ინფარქტი: ჩვეულებრივ 1 ტაბლეტი დღეში
- ინსულტი: ჩვეულებრივ 2 ტაბლეტი დღეში
თრომბოემბოლიური გართულებების პრევენცია კორონარულ არტერიებზე ოპერაციის შემდეგ: ჩვეულებრივ 1 ტაბლეტი დღეში
გულის ანგინა: ჩვეულებრივ 1 ტაბლეტი დღეში
ბოლო პერიოდში გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის ან საეჭვო მიოკარდიუმის ინფარქტის დროს-ერთჯერადი დოზა 3 ტაბლეტი. აბსორბციის გაძლიერებისთვის ტაბლეტები კარგად უნდა დაიღეჭოს
ტაბლეტები უნდა მიიღონ ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ წყალთან ერთად.

ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, გარდა მითითებისა: მიოკარდიუმის ინფარქტი ან ეჭვი მიოკარდიუმის ინფარქტზე უახლოეს წარსულში
ხანდაზმულები:
არ არსებობს ზუსტი მონაცემები აცეტილსალიცილის მჟავას რისკი-სარგებლის შესახებ პაციენტების ამ ჯგუფში. ხანდაზმულებში რეკომენდებულია დოზის ცვლილება თირკმლის ფუნქციის მიხედვით.
პაციენტები თირკმლის და/ან ღვიძლის უკმარისობით:
თირკმლის და/ან ღვიძლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში ამ პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე.

შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორც ყველა მედიკამენტმა ამ პრეპარატმაც შეიძება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
გვერდითი ეფექტების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს შემდეგ შემთხვევებში:
-თუ ვითარდება ვასკულური ედემა (კანის, კანქვეშა ქსოვილის, ლორწოვანი გარსების ან ლორწქვეშა ქსოვილის სწრაფად მზარდი შეშუპება). თავის და კისრის შეშუპებამ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის და ყლაპვის გაძნელება.
-სისხლდენა მაგ. გასტროინტესტინური ტრაქტიდან (სიმპტომები: შავი განავალი) ან ჰემორაგია.
შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:
-მუცლის ტკივილი, გულძმარვა ან საჭმლის მონელების დარღვევა. მუცლის შებერილობის შეგრძნება, გულისრევა ღებინებით ან ღებინების გარეშე,
-კუჭის ლორწოვანის დაზიანება,
-წყლულოვანი დაავადების რეციდივი
- გასტროინტესტინური სისხლდენა (შავი, კუპრისფერი განავალი), პერფორაცია.
კუჭის წყლული ვითარდება იმ პაციენტების 15%-ში რომლებიც ხანგრძლივად იღებენ აცეტილსალიცილის მჟავას.
-ღვიძლის უჯრედების ადგილობრივი ნეკროზი, ღვიძლის გამკვრივება და გადიდება (განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მოზარდთა რევმატოიდული ართრიტი, სისტემური ერითემატოზული მგლურა, რევმატული ცხელება ან ანამნეზში ღვიძლის დაავადება)
- შრატში ამინოტრანსფერაზას, ტუტე ფოსფატაზას და ბილირუბინის აქტივობის ტრანზიტორული მომატება.
-პროტეინურია, შარდში ლეიკოციტების და ერითროციტების არსებობა, თირკმლის
პაპილარული ნეკროზი, თირკმლის ინტერსტიციალური დაავადება.
-გულის უკმარისობა
-არტერიული ჰიპერტენზია
-ტინიტუსი (ჩვეულებრივ დოზის გადაჭარბების სიმპტომის სახით), სმენის დაკარგვა, თავბრუსხვევა.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
აფლოფარმი
ქვეყანა
პოლონეთი
ჯენერიკი
აცეტილსალიცილის მჟ+გლიცინი
დოზა
100მგ+40მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
60
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი