პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Natrii hydrocarbonas
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ელექტროლიტური და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის საკორექციო საშუალებები
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი;
1 მლ ხსნარი შეიცავს 42 მგ ნატრიუმის ჰიდროკარბონატს;
დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ედეტატი, ნახშირბადის დიოქსიდი, საინექციო
წყალი.
სამკურნალწამლო ფორმა. საინფუზიო ხსნარი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერო სითხე.
იონური შემადგენლობა 1 ლ პრეპარატზე: ნატრიუმის იონი - 0,5 მოლი, ჰიდროკარბონატის
იონი - 0,5 მოლი. თეორიული ოსმოლარობა - 1000 მოსმ/ლ. pH 7,0-8,5.
ჩვენებები.
არაკომპენსირებული მეტაბოლური აციდოზი სხვადასხვა ეტიოლოგიისინტოქსიკაციებისას, პოსტოპერაციული პერიოდის რთული მიმდინარეობა, გავრცელებული და/ან ღრმა დამწვრობები, შოკი, დიაბეტური კომა,ხანგრძლივი დიარეა, უწყვეტი ღებინება, მწვავე მასიური სისხლდენა, ღვიძლის დათირკმელების რთული დაზიანება, ხანგრძლივი ცხელება, რთული ჰიპოქსიაახალშობილებში. აბსოლუტურ ჩვენებას წარმოადგენს სისხლის pH-ის შემცირება 7.2-ზედაბლა.
უკუჩვენებები.
მეტაბოლური ან რესპირატორული ალკალოზი, ჰიპოკალიემია, ჰიპერნატრიემია.
გამოყენების თავისებურებები.
აუცილებელია სისხლის pH-ის და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის კონტროლი. გულის ან თირკმელების დაავადებების მქონე პაციენტებში, შესაძლოა განვითარდეს გულის უკმარისობა და შეშუპებები. აციდოზის ძალიან სწრაფი გაწონასწორების შემთხვევაში, კერძოდ, ფილტვების ვენტილაციის დარღვევისას, CO2-ის სწრაფმა გამოთავისუფლებამ შესაძლოა გააძლიეროს ცერებრალური აციდოზი. სოდა-ბუფერის მცირე რაოდენობები, რომელიც შეიყვანება სხვა საინფუზიო ხსნარებთან ერთად, რომლებსაც ახასიათებთ მჟავე pH, მოქმედებენ როგორც მანეიტრალირებელი აგენტები და ახდენენ პოსტინფუზიური ფლებიტების გამოვლენის პრევენციას (გლუკოზას სხვადასხვა კონცენტრაციის ხსნარები, რინგერის ხსნარი, ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი, ციპროფლოქსაცინი და ზოგიერთი სხვა ფტორქინოლონები).
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
არ არის ცნობილი იწვევს თუ არა ნატრიუმის ბიკარბონატი მავნე ზემოქმედებას ნაყოფზე, პრეპარტის ორსულ ქალებში დანიშვნისას, ასევე ახდენს თუ არა პრეპარატი ზეგავლენას რეპროდუქციულ ფუნქციაზე. ამიტომ ამ პრეპარატის დანიშვნა ორსულებში უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.
პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ სასიცოცხლო მაჩვენებლების დროს.
გამოყენების წესი და დოზირება.
ინიშნება მოზრდილებსა და ბავშვებში ვენაში წვეთოვანი შეყვანის გზით, 1.5 მმოლ/კგ საათში სიჩქარით (3 მლ 4.2% სოდა-ბუფერი /კგ საათში).
ახალშობილებში შეიყვანება 1-2 მლ სხეულის წონის 1 კგ-ზე დოზით, ერთჯერ, მჟავა-ტუტოვანი და წყლისა და ელექტროლიტების ბალანსის კონტროლის ქვეშ.
მეტაბოლური აციდოზის კორექციისას დოზირება განისაზღვრება მჟავების და ტუტეების ბალანსის დარღვევის დონის გათვალისწინებით. დოზა დაიანგარიშება სისხლში აირების მაჩვენებლების მიხედვით შემდეგი ფორმულით:
0.5 მმოლ ბუფერიზებული ნატრიუმის ჰიდროკარბონატის მოცულობა 4.2% მლ-ში = ბაზის დეფიციტი (- BE) X სხეულის წონის კგ-ზე X 0.3 X 2
(0.3 ფაქტორი შეესაბამება არაუჯრედული სითხის წილს საერთო სითხესთან შედარებით). პრეპარატის მაქსიმალური დოზა მოზრდილებში - 300 მლ (სხეულის ჭარბი წონისას - 400 მლ) დღე-ღამეში; ბავშვებში-სხეულის წონის შესაბამისად 100-დან 200მლ-მდე.
ბავშვები.გამოყენება შეძლება დაბადებიდან.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
7493
ჯენერიკი
ნატრიუმის ბიკარბონატი