/images/logo_ka.svg
ადრენალინი ზდაროვიე ი/მ ი/ვ ხსნარი საინექციო 0.18% 1მლ ამპულა #10
ადრენალინი ზდაროვიე ი/მ ი/ვ ხსნარი საინექციო 0.18% 1მლ ამპულა #10

ადრენალინი ზდაროვიე ი/მ ი/ვ ხსნარი საინექციო 0.18% 1მლ ამპულა #10

უკრაინა

ზდაროვიე

გამოიყენება დაუყოვნებლივი ტიპის ალერგიული რეაქციების, ბრონქული ასთმის, სხვადასხვა გენეზის არტერიული ჰიპოტენზიის დროს.

პროდუქტის შესახებ

ადრენალინი ზდაროვიე ი/მ ი/ვ ხსნარი საინექციო 0.18% 1მლ ამპულა

შემადგენლობა:

​მოქმედი ნივთიერება: epinephrine;

ხსნარის 1 მლ შეიცავს ეპინეფრინის ჰიდროტარტრატის 1,82 მგ; დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის მეტაბისულფიტი (E 223), ნატრიუმის ქლორიდი, საინიექციო წყალი.


ჩვენებები:

  • დაუყოვნებლივი ტიპის ალერგიული რეაქციები: ანაფილაქსური შოკი, განვითარებული სამკურნალწამლო საშუალებების, შრატების გამოყენებისას, სისხლის გადასხმისას, მწერების ნაკბენებისას ან ალერგენებთან კონტაქტისას.
  • ბრონქული ასთმა - შეტევის კუპირება.
  • სხვადასხვა გენეზის არტერიული ჰიპოტენზია (პოსტჰემორაგიული, ინტოქსიკაციური, ინფექციური).
  • ჰიპოგლიკემია ინსულინის ჭარბი დოზირების შედეგად.
  • ასისტოლია, გულის გაჩერება.
  • ადგილობრივი საანესთეზობის მოქმედების გახანგრძლივება.
  • ასისტოლია, (მათ შორის, განვითარებული III ხარისხის AV ბლოკადის ფონზე)


უკუჩვენებები: 

მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ; ჰიპერტროფული ობსტრუქციული კარდიომიოპათია, მძიმე აორტალური სტენოზი, ტაქიარითმია, პარკუჭების ფიბრილაცია, ფეოქრომოციტომა, დახურულ კუთხოვანი გლაუკომა, შოკი (ანაფილაქსურის გარდა), საერთო ანესთეზია საინჰალაციო საშუალებების: ფტოროტანის, ციკლოპროპანის, ქლოროფორმის გამოყენებით; მშობიარობის II პერიოდი; გამოყენება ხელებისა და ფეხების თითებზე, ცხვირის, გენიტალიების არეში.


დოზირება:

​მოზრდილები:
ანაფილაქსური შოკი: შეჰყავთ ინტრავენურად ნელა 0,5 მლ, რომელიც გახსნილია გლუკოზის 40%-იანი ხსნარის 20 მლ-ში. შემდეგში, საჭიროებისამებრ, აგრძელებენ ინტრავენურ წვეთოვან შეყვანას სიჩქარით 1 მკგ/წთ, რისთვისაც 1 მლ ადრენალინის ხსნარს ხსნიან 400 მლ იზოტონიურ ქლორიდის ნატრიუმში ან 5%-იან გლიკოზაში. თუ პაციენტის მდგომარეობა იძლევა ამის საშუალებას, მაშინ უმჯობესია ჩაატაროთ 0,3-0,5 მლ კუნთში ან კანქვეშა შეყვანა გახსნილი ან გაუხსნელი სახით.

ბრონქიალური ასთმა: შეჰყავთ კანქვეშა გზით 0,3-0,5 მლ გახსნილი ან გაუხსნელი სახით. განმეორებითი შეყვანის აუცილებლობისას ამ დოზის შეყვანა შესაძლებელია ყოველ 20 წუთში ერთხელ (3 ჯერამდე). შესაძლებელია 0,3-0,5 მლ ინტრავენური შეყვანა გახსნილი სახით. როგორც სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალება შეჰყავთ ინტრავენურად წვეთოვანი გზით სიჩქარით 1 მკგ/წთ (შესაძლებელი გაზრდით 2-10 მკგ/წთ-მდე).

ასისტოლია: შეჰყავთ ინტრაკარდიალურად 0,5 მლ, რომელიც გახსნილია 0,9%-იან ქლორიდის ნატრიუმის ხსნარის 10 მლ-ში. რეანიმაციული ზომების დროს - 1 მლ (გახსნილი სახით) ინტრავენურად ნელა ყოველ 3-5 წუთში ერთხელ.

ბავშვები:
ასისტოლია ახალშობილებში: შეჰყავთ ინტრავენურად სხეულის მასის 10-30 მკგ/კგ ყოველ 3-5 წუთში ერთხელ, ნელა.
ანაფილაქსური შოკი: შეჰყავთ კანქვეშა გზით ან კუნთში სხეულის მასის 10 მკგ/კგ (მაქსიმალურად - 0,3 მგ-მდე). შეყვანის აუცილებლობისას იმეორებენ ყოველ 15 წუთში ერთხელ (3 ჯერამდე).
ბრონქოსპაზმი: შეჰყავთ კანქვეშა გზით სხეულის მასის 10 მკგ/კგ (მაქსიმალურად - 0,3 მგ-მდე). შეყვანის აუცილებლობისას იმეორებენ ყოველ 15 წუთში ერთხელ (3-4 ჯერამდე) ან ყოველ 4 საათში ერთხელ.


შენახვა:

​შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში არა უმეტეს 25 C-მდე ტემპერატურისას.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.​

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ზდაროვიე
ქვეყანა
უკრაინა
ჯენერიკი
ეპინეფრინი
დოზა
0.18%
ფორმა
ხსნარი საინექციო
შეფუთვა
ამპულა
რაოდენობა შეფუთვაში
10
მოცულობა
1მლ
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat