/images/logo_ka.svg
ამიოდარონი ტაბლეტი 200მგ #30

ამიოდარონი ტაბლეტი 200მგ #30

ბელარუსი

ბორისოვო

გამოიყენება სიცოცხლისათვის საშიში პარკუჭოვანი არითმიების, მათ შორის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის და პარკუჭების ფიბრილაციის დროს.

პროდუქტის შესახებ

ამიოდარონი ტაბლეტი 200მგ

შემადგენლობა:

​ერთი ტაბლეტი შეიცავს: მოქმედი ნივთიერება- ამიოდარონის ჰიდროქლორიდი - 200 მგ; დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, პოვიდონი, კალციუმის სტეარატი.


გამოყენების ჩვენებები:

რეციდივების პრევენცია:

  • სიცოცხლისათვის საშიში პარკუჭოვანი არითმიები, მათ შორის პარკუჭოვანი ტაქიკარდია და პარკუჭების ფიბრილაცია (მკურნალობა უნდა დაიწყოს საავადმყოფოში საფუძვლიანი კარდიომონიტორინგის ქვეშ).
  • სუპრავენტრიკულური პაროქსიზმული ტაქიკარდიები:
  • გულის ორგანული დაავადებების მქონე პაციენტებში მორეციდივე მდგრადი სუპრავენტრიკულური პაროქსიზმული ტაქიკარდიის დოკუმენტირებული შეტევები;
  • მორეციდივე, მდგრადი სუპრავენტრიკულური პაროქსიზმული ტაქიკარდიის დოკუმენტირებული შეტევები გულის ორგანული დაავადების არმქონე პაციენტებში, როდესაც სხვა კლასის ანტიარითმული პრეპარატები არ არის ეფექტური ან არსებობს მათი გამოყენების უკუჩვენებები;
  • ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომის მქონე პაციენტებში მორეციდივე მდგრადი სუპრავენტრიკულური პაროქსიზმული ტაქიკარდიის დოკუმენტირებული შეტევები.
  • მოციმციმე არითმია (წინაგულების ფიბრილაცია) და წინაგულების თრთოლვა.

უეცარი არითმული სიკვდილის პრევენცია მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებში:

  • პაციენტები ბოლოდროს გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ 10-ზე მეტი პარკუჭოვანი ექსტრასისტოლით 1 საათში, გულის ქრონიკული უკმარისობის კლინიკური გამოვლინებებით და მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის შემცირებით (40 %-ზე ნაკლები).
  • ამიოდარონი შეიძლება გამოყენებულ იქნას რითმის დარღვევების სამკურნალოდ გულის იშემიური დაავადების და/ან მარცხენა პარკუჭის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.

გამოყენების მეთოდი და დოზები:

პრეპარატი უნდა იქნას მიღებული მხოლოდ ექიმის დანიშნულებით!
ამიოდარონის ტაბლეტები მიიღება პერორალურად, ჭამის წინ და საკმარისი რაოდენობის წყლის დაყოლებით.

დატვირთვის დოზა:
დოზირების საწყისი რეჟიმი (დატვირთვის დოზა) არის დღეში 3 ტაბლეტის (600 მგ) დანიშვნა 8-10 დღის განმავლობაში (1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში). ზოგიერთ შემთხვევაში, უფრო მაღალი დოზები (4 ან 5 ტაბლეტი დღეში, ანუ 800-1000 მგ) შეიძლება გამოყენებული იქნას მკურნალობის დასაწყისში, მაგრამ მხოლოდ ხანმოკლე დროის განმავლობაში და ელექტროკარდიოგრაფიული კონტროლის ქვეშ. ამიოდარონის ფარმაკოლოგიური მოქმედება იწვევს ცვლილებებს ეკგ-ზე: QT ინტერვალის გახანგრძლივება (რეპოლარიზაციის პერიოდის გახანგრძლივების გამო) U ტალღის შესაძლო გაჩენით (იხ. პუნქტი "სიფრთხილის ზომები").

შემანარჩუნებელი დოზა:
უნდა შეირჩეს მინიმალური ეფექტური დოზა, რომელიც, პაციენტის ინდივიდუალური პასუხის შესაბამისად, შეიძლება მდებარეობდეს 1/2 ტაბლეტიდან დღეში (ან ერთი ტაბლეტი ყოველ მეორე დღეს) 2 ტაბლეტამდე დღეში დიაპაზონის ფარგლებში. მკურნალობის დროს აუცილებელია ეკგ-ს რეგულარული კონტროლი.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

თირკმლის უკმარისობა:
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის, თუმცა ამ კატეგორიის პაციენტებში პრეპარატის გამოყენების კლინიკური გამოცდილება არ არსებობს.

ღვიძლის უკმარისობა:
არ არსებობს კლინიკური გამოცდილება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. ხანდაზმული პაციენტები
არ არსებობს საკმარისი კლინიკური მონაცემები ხანდაზმულ პაციენტებში გამოყენების შესახებ. ამიოდარონი უნდა იქნას გამოყენებული ხანდაზმულ პაციენტებში განსაკუთრებული სიფრთხილით

ბავშვები და მოზარდები:
ამიოდარონის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში დადგენილი არ არის. ამ კატეგორიის პაციენტებში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.


შენახვის პირობები:

ინახება სინათლისა და ნესტისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.


მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბორისოვო
ქვეყანა
ბელარუსი
ჯენერიკი
ამიოდარონი
დოზა
200მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat