/images/logo_ka.svg
ამლოდიპინი ბიოგარანი კაფსულა 5მგ #30
ამლოდიპინი ბიოგარანი კაფსულა  5მგ #30

ამლოდიპინი ბიოგარანი კაფსულა 5მგ #30

პორტუგალია

ბლუფარმა/ბიოგარანი

ამლოდიპინი ბიოგარანი ნაჩვენებია მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზია) ან გულმკერდის გარკვეული სახის ტკივილის სამკურნალოდ.

პროდუქტის შესახებ

ამლოდიპინი ბიოგარანი კაფსულა 5მგ

შემადგენლობა:

​აქტიური ნივთიერება არის: ამლოდიპინი - 5 მგ


ჩვენება:

ამლოდიპინი ბიოგარანი გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზია) ან გულმკერდის გარკვეული სახის ტკივილის სამკურნალოდ, რომელსაც ეწოდება სტენოკარდია და რომლის იშვითი ფორმაა პრინზმმეტალის სტენოკარდია.
მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებში ეს მედიკამენტი მოქმედებს სისხლძარღვების მოდუნების გზით, რაც აიოლებს მათში სისხლის გავლას.
სტენოკარდიის მქონე პაციენტებში ამლოდიპინი ბიოგარანი მოქმედებს გულის კუნთისთვის სისხლის მიწოდების გაუმჯობესებით, რომელიც ამგვარად იღებს მეტ ჟანგბადს, რაც ხელს უშლის გულმკერდის ტკივილის დაწყებას. ეს მედიკამენტი დაუყოვნებლივ არ ხსნის სტენოკარდიით გამოწვეულ გულ მკერდის ტკივილს.


მიღება:

ამლოდიპინი ბიოგარანის რეკომენდებული საწყისი დოზაა 5 მგ დღეში ერთხელ. ეს დოზა შესაძლოა გაიზარდოს დღეში ერთხელ 10 მგ ამლოდიპინი ბიოგარანამდე.
პერორალური გზა.
ეს მედიკამენტი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სასმელის და საკვების მიღებამდე ან მის შემდეგ. უმჯობესია მედიკამენტის მიღება ყოველდღე ერთსა და იმავე დროს ჭიქა წყალთან ერთად. არ მიიღოთ ამლოდიპინი ბიოგარანი გრეიფრუტის წვენთან ერთად.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში:
ბავშვებისა და მოზარდებისთვის (6-დან 17 წლამდე), ჩვეულებრივი რეკომენდებული საწყისი დოზაა 2,5 მგ დღეში. მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 5 მგ დღეში. ამლოდიპინი ბიოგარანის 2.5 მგ ჟელატინის კაფსულები ამჟამად არ არის ხელმისაწვდომი.
ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მკურნალობის გაგრძელება. გახსოვდეთ, რომ კაფსულების ამოწურვამდე უნდა მიმართოთ ექიმს.


ორსულობა და ლაქტაცია:

თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, თუ ფიქრობთ რომ ორსულად ხართ ან აპირებთ დაორსულებას, მედიკამენტის მიღებამდე რჩევის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს.

ორსულობა:
ორსულ ქალებში ამლოდიპინის უსაფრთხოება შესწავლილი არ არის. თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, თუ ფიქრობთ რომ ორსულად ხართ ან აპირებთ დაორსულებას, ამლოდიპინი ბიოგარანის მიღებამდე ამის შესახებ აცნობეთ თქვენს ექიმს.

ლაქტაცია:
დადგინდა, რომ ამლოდიპინი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში. თუ ხართ ლაქტაციის პერიოდში ან აპირებთ ლაქტაციას, ამლოდიპინი ბიოგარანის მიღებამდე ამის შესახებ აცნობეთ თქვენს ექიმს.


ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება:

ამლოდიპინი ბიოგარანიმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე. თუ ჟელატინის კაფსულების მიღებისას, გამოვლინდა თავბრუსხვევა, დაღლილობა ან თავის ტკივილი, არ უნდა მართოთ ავტომობილი და არ უნდა გამოიყენოთ მექანიზმები და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

შენახვა:

მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ მედიკამენტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.​

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბლუფარმა/ბიოგარანი
ქვეყანა
პორტუგალია
ჯენერიკი
ამლოდიპინი
დოზა
5მგ
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
30
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
პრეპარატების გვერდითი მოვლენებისა და პრეტენზიების შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე:pharmacovigilance@gepha.com
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat