არიფამი ტაბლეტი 1.5მგ+5მგ #30

არიფამი ტაბლეტი 1.5მგ+5მგ #30

საფრანგეთი

სერვიე
პროდუქტის შესახებ
რა არის არიფამი და რა შემთხვევაში გამოიყენება
არიფამი ინიშნება ჩანაცვლებითი პრეპარატის სახით მაღალი არტერიული წნევის მკურნალობისას (ჰიპერტენზია) პაციენტებში, რომლებიც ინდაპამიდს და ამლოდიპინს იღებენ ცალკე ტაბლეტების სახით, იმავე დოზებით.

არიფამი შეიცავს ორ მოქმედ ნივთირებას: ინდაპამიდი და ამლოდიპინი.

ინდაპამიდი წარმოადგენს დიურეზულ საშუალებას. დიურეზული საშუალებები ზრდის თირკმელებით გამოყოფილი შარდის რაოდენობას. თუმცა ინდაპამიდი გამოირჩევა სხვებისგან, რადგან ის იწვევს თირკმელებით შარდის გამოყოფის მხოლოდ უმნიშვნელო გაძლიერებას. ამლოდიპინი წარმოადგენს კალციუმის არხების მაბლოკირებელს (მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების კლასს, რომელსაც ეწოდება დიჰიდროპირიდინები). მოქმედებს სისხლძარღვების მოდუნების გზით, რის შედეგედაც მათში სისხლი ადვილად გადის. ორივე მოქმედი ნივთიერება აქვეითებს არტერიულ წნევას.როგორ გამოიყენება არიფამი
ამ პრეპარატის მიღებისას ყოველთვის მკაცრად დაიცავით ექიმის დანიშნულება. თუ ეჭვი გეპარებათ პრეპარატის მიღების სისწორეში უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარტის რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ, უმჯობესია დილით.

ტაბლეტი უნდა გადაყლაპოთ მთლიანად, დაუღეჭავად, წყლის დაყოლებით.

თუ თქვენ მიიღეთ რეკომენდებულზე მეტი არიფამი

ძალიან დიდი რაოდენობით ტაბლეტების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს დაქვეითებული, სახიფათოდ დაბალი წნევაც. შეიძლება აღგენიშნოთ თავბრუსხვევა, ძილიანობა, სისუსტე ან დაკარგოთ გონება. შეიძლება გაგინვითარდეთ გულისრევა, ღებინება, კრუნჩხვები, ცნობიერების დაბინდვა და თირკმელებით გამოყოფილი შარდის მოცულობის შეცვლა. წნევის მნიშვნელოვანმა დაცემამ შეიძლება გამოიწვიოს შოკი. კანი შეიძლება გახდეს ცივი და ნოტიო, თქვენ შეიძლება გონება დაკარგოთ. თუ მიიღეთ ძალიან დიდი რაოდენობის არიფამი დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

თუ დაგავიწყდათ არიფამის მიღება

არ ინერვიულოთ. თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება, გამოტოვეთ ეს დოზა. შემდეგი დოზა მიიღეთ საჭირო დროს. არ გააორმაგოთ დოზა, გამოტოვებულის კომპენსაციისთვის.

თუ წყვეტთ არიფამის მიღებას

რადგან მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება მთელი ცხოვრება, პრეპარატის მიღების შეწყვეგტამდე მიმართეთ თქვეს ექიმს. პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.უკუჩვენება
- ალერგია ინდაპამიდზე, ნებისმიერ სხვა სულფონამიდზე და არიფონ რეტარდის ნებისმიერ კომპონენტზე.
- თირკმლის სერიოზული დაავადება
- ღვიძლის მძიმე დაავადება, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (ტვინის დეგენერაციული დაავადება),
- სისხლში კალიუმის დაბალი დონე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სერვიე
ქვეყანა
საფრანგეთი
ჯენერიკი
ინდაპამიდი+ამლოდიპინი
დოზა
1.5მგ+5მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი