/images/logo_ka.svg
ატორვასტატინი ნორმოგენი ტაბლეტი 40მგ #28
ატორვასტატინი ნორმოგენი ტაბლეტი 40მგ #28

ატორვასტატინი ნორმოგენი ტაბლეტი 40მგ #28

ესპანეთი

ლაბ. ნორმონი

პროდუქტის შესახებ
ატორვასტატინი ნორმოგენი 40 მგ

ატორვასტატინი ნორმოგენი შეიცავს
აქტიური ნივთიერებაა ატორვასტატინი.
თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 40 მგ ატორვასტატინს (ატორვასტატინის კალციუმის ტრიჰიდრატის სახით).
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: კალციუმის კარბონატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, პოლისორბატი 80, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა და მაგნიუმის სტეარატი.
ტაბლეტის გარსი შეიცავს: ოპადრი II თეთრი OYL-28900 (შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს, ჰიპრომელოზას, ტიტანის დიოქსიდს და მაკროგოლს) და ტალკი.

ჩვენება:
მედიკამენტი გამოიყენება სისხლში ლიპიდების, როგორიცაა ქოლესტერინი და ტრიგლიცერიდები, დონის დასაქვეითებლად, როცა მხოლოდ დიეტა ცხიმების დაბალი შემცველობითა და ჯანმრთელი ცხოვრების წესი, არ არის ეფექტიანი. ეს მედიკამენტი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას გულის დაავადებების რისკის შესამცირებლად, მიუხედავად სისხლში ქოლესტერინის ნორმალური დონისა. მკურ-ნალობის დროს რეკომენდებულია დაბალი ქოლესტერინის შემცველობის დიეტის დაცვა.

მიღების წესი:
მკურნალობის დაწყებამდე პაციენტი უნდა იყოს ქოლესტერინის დაბალი შემ-ცველობის დიეტაზე, რომელიც უნდა გაგრძელდეს ამ მედიკამენტით მკურნალობის პერიოდშიც.
რეკომენდებული საწყისი დოზა მოზრდილებში და 10 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში შეადგენს 10 მგ ატორვასტატინს ერთხელ დღეში. დოზა შეიძლება გაიზარდოს საჭიროების მიხედვით მკურნალი ექიმის მიერ. დოზის კორექცია ექიმის მიერ უნდა მოხდეს 4-კვირიანი ან მეტი ინტერვალებით. ატორვასტატინის მაქსიმა-ლური დოზა არის 80 მგ ერთხელ დღეში მოზრდილებისათვის.
ამ მედიკამეტის ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, ჭიქა წყლის მიყოლე-ბით. მისი მიღება შეიძლება დღის ნებისმიერ დროს საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე. ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს ყოველდღე, დღის ერთსა და იმავე მო-ნაკვეთში.
ატორვასტატინი ნორმოგენით მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი ფიქრობს, რომ ამ მედიკამენტის მოქმედების ეფექტი ძალიან სუსტი ან ძალიან ძლიერია.

შენახვის წესი:
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლაბ. ნორმონი
ქვეყანა
ესპანეთი
ჯენერიკი
ატორვასტატინი
დოზა
40მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
28
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat