ბისენიუსი ტაბლეტი  5მგ #30

ბისენიუსი ტაბლეტი 5მგ #30

თურქეთი

ნობელ ილაკ სანი
პროდუქტის შესახებ
ბისენიუსი 5მგ
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ბისოპროლოლის ფუმარატი

მოცემული პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით უნდა წაიკითხონ სრული ისნტრუქცია, რადგან ის შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. საჭიროა ინსტრუქციის შენახვა, რადგან შეიძლება კვლავ საჭირო გახდეს მ ისის გადაკითხვა. თუ დამატებითი კითხვების გაჩენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. მოცემული პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ უნდა მოხდეს მისი სხვა პირებისათვის გადაცემა. ეს შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს მათთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები პაციენტისას ემთხვევა.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი აღნიშნულ გამოყენების ინსტრუქციაში.

შემადგენლობა: მოქმედი ნივთიერება არის ბისოპროლოლის ფუმარატი. აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს 5მგ-ს.

ჩვენება: ბისენიუსის ტაბლეტების მოქმედი ნივთიერება არის ბისოპროლოლი. ბისოპროლოლი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, სახელწოდებით ბეტა-ბლოკერები. ეს პრეპარატები გავლენას ახდენს ორგანიზმის რეაქციაზე ზოგიერთ ნერვულ იმპულსზე, განსაკუთრებით გულის მხრივ. შედეგად, ბისოპროლოლი ანელებს გულისცემას და უფრო ეფექტურს ხდის გულიდან სისხლის გადატუმბვას სხვა ორგანოებში. ბისენიუსის ტაბლეტები გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ და გულ-მკერდის არეში ტკივილის (სტენოკარდია) პროფილაქტიკისთვის.

უკუჩვენება: არ მიიღება ბისენიუსის ტაბლეტები, თუ რომელიმე შემდეგი მდგომარეობა ეხება პაციენტს: ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ბისოპროლოლის ან ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ; მძიმე ასთმა; კიდურებში სისხლის ცირკულაციის მძიმე პრობლემები (როგორიცაა რეინოს სინდრომი), რაც შეიძლება იწვევდეს ხელისა და ფეხის თითებში ჩხვლეტას, გაფერმკრთალებას ან გალურჯებას; არანამკურნალები ფეოქრომოციტომა, რომელიც წარმოადგენს თირკმელზედა ჯირკვლის იშვიათ სიმსივნეს; მეტაბოლური აციდოზი, რომელიც წარმოადგენს მდგომარეობას, როდესაც აღინიშნება სისხლის ძლიერი მჟავიანობა; არ მიიღება ბისენიუსის ტაბლეტები, თუ პაციენტს აქვს გულის რომელიმე შემდეგი პრობლემა: გულის მწვავე უკმარისობა; გულის უკმარისობის დამძიმება, რომელიც საჭიროებს პრეპარატების ინტრავენურ შეყვანას გულის შეკუმშვათა გასაძლიერებლად; დაბალი არტერიული წნევა; გულის გარკვეული მდგომარეობები, რომლებიც იწვევს ძალიან დაბალ გულისცემას ან არარეგულარულ გულისცემას, როდესაც არ არის გამოყენებული კარდიოსტიმულატორი; კარდიოგენური შოკი, რომელიც წარმოადგენს გულის სერიოზულ მწვავე მდგომარეობას და იწვევს დაბალ არტერიულ წნევას და ცირკულატორულ უკმარისობას.

გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები: უნდა მიემართოს მკრუანლ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს ბისენიუსის მიღებამდე. თუ პაციენტს აქვს რომელიმე შემდეგი მდგომარეობა, ბისენიუსის ტაბლეტების მიღებამდე უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს; მან შეიძლება მიიღოს სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები (მაგალითად, დანიშნოს დამატებითი მკურნალობა ან უფრო ხშირად ჩაუტაროს პაციენტს შემოწმება): გულის უკმარისობა (მიუხედავად იმისა, რომ ბისოპროლოლი გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ, დოზირება ძალიან განსხვავდება); პირველი ხარისხის გულის ბლოკადა (მდგომარეობა, როდესაც დარღვეულია გულში ნერვული სიგნალების გადაცემა, რაც შეიძლება იწვევდეს გულისცემის გამოტოვებას ან არარეგულარულ გულისცემას); დიაბეტი; მკაცრი დიეტა; გულის გარკვეული დაავადებები, როგორიცაა გულის რიტმის დარღვევები, გულ-მკერდის არეში ძლიერი ტკივილი მოსვენების მდგომარეობაში (პრინცმეტალის სტენოკარდია); თირკმელების ან ღვიძლის პრობლემები; კიდურებში სისხლის მიმოქცევის ნაკლებად მძიმე პრობლემები; ფილტვების ქრონიკული დაავადება ან ნაკლებად მძიმე ასთმა; ალერგიის ანამნეზი; კანზე აქერცლილი გამონაყარის ანამნეზი (ფსორიაზი); თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე (ფეოქრომოციტომა); ფარისებრი ჯირკვლის დარღვევა.
მიღების წესი: მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების ზუსტად დაცვით. რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში კონსულტაციისთვის უნდა მიეამრთოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ტაბლეტი მიიღება წყლის მიყოლებით დილით, საკვებთან ერთად ან მის გარეშე. არ უნდა დაფშვნან და არ დაღეჭონ ტაბლეტი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ნობელ ილაკ სანი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
ბისოპროლოლი
დოზა
5მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი