/images/logo_ka.svg
ბუტორი ტაბლეტი 20მგ #30

ბუტორი ტაბლეტი 20მგ #30

საბერძნეთი

ლაბ. მედიქაირ ბიოსაინეს

პროდუქტის შესახებ
ბუტორი 10 მგ

ბუტორის აქტიური ნივთიერებაა როზუვასტატინი. ბურორი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შეიცავს კალციუმის როზუვასტატინს, 10 და 20 მგ როზუვასტატინის ექვივალენტურს. სხვა ინგრედიენტებია: მიკროკრისტალური ცელულოზა PH-101, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, კროსპოვიდონი ტიპი A, მიკროკრისტალური ცელულოზა PH-102, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი CI77891 E171, ჰიპროლოზა.

ბუტორი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, რომლებსაც ეწოდება სტატინები.
თქვენ დაგენიშნათ ეს პრეპარატი ვინაიდან:
- თქვენ გაქვთ მაღალი ქოლესტერინის დონე. ეს ნიშნავს რომ თქვენ ინფარქტის ან ინსულტის რისკის ქვეშ ხართ. ბუტორი გამოიყენება მოზრდილებში, მოზარდებში და 6 წლის ან მეტი ასაკის ბავშვებში მაღალი ქოლესტერინის სამკურნალოდ.
- თქვენთვის რეკომენდებული იქნა სტატინის მიღება, ვინაიდან კვების რეჟიმის შეცვლა და ვარჯიში არ იყო საკმარისი ქოლესტერინის დონის დასარეგულირებლად. ქოლესტერინის დონის დასაქვეითებელი დიეტა და ვარჯიში უნდა განაგრძოთ ბუტორის მიღების პერიოდშიც.
ან
- გაქვთ სხვა ფაქტორები, რომელიც ზრდის ინფარქტის, ინსულტის ან ჯანმრთელობის მსგავსი პრობლემების განვითარების რისკს.
ინფარქტი, ინსულტი და სხვა პრობლემები შესაძლებელია გამოწვეული იყოს დაავადებით, რომელსაც ეწოდება ათეროსკლეროზი.
ათეროსკლეროზის მიზეზია არტერიებში ცხიმის ნალექების დაგროვება.

დოზირება:
როზუვასტატინით მკურნალობა უნდა დაიწყოთ 5 მგ ან 10 მგ დოზით, მაშინაც კი, თუ ადრე გამოყენებული გქონდეთ სხვა სტატინის მაღალი დოზა. საწყისი დოზის შერჩევა დამოკიდებულია შემდეგზე:
- ქოლესტერინის დონე.
- ინფარქტის ან ინსულტის რისკის დონე.
- გაქვთ თუ არა სხვა ფაქტორები, რომლებმაც შესაძლებელია უფრო მგრძნობიარე გაგხადოთ მოსალოდნელი გვერდითი ეფექტების მიმართ.

შენახვა:
- ბლისტერები: შეინახეთ 30 C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში ნესტისგან დასაცავად.
- შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლაბ. მედიქაირ ბიოსაინეს
ქვეყანა
საბერძნეთი
ჯენერიკი
როზუვასტატინი
დოზა
20მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat