ერთი ტაბლეტი 40 მგ/25 მგ შეიცავს აქტიური ნივთიერებები: კალიუმის აზილსარტანის მედოქსომილი 42,68 მგ (ექვივალენტურია აზილსარტანის მედოქსომილის თავისუფალი მჟავას 40,0 მგ); ქლორტალიდონი 25 მგ ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პრეპარატები, რომლებიც მოქმედებენ რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე. ანგიოტენზინი II ანტაგონისტები სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში., ანგიოტენზინი II ანტაგონისტები სხვა დიურეტიკებთან კომბინაციაში. ჩვენება: -ჰიპერტენზიის მკურნალობა მოზრდილებში. გამოყენების წესი და დოზები: პრეპარატი ედარბი® კლოს საწყისი რეკომენდებული დოზა შეადგენს 40/12,5 მგ შიგნით დღეში ერთჯერ. ჩვეულებრივ მაქსიმალურთან მიახლოებული ანტიჰიპერტენზიული ეფექტი მიიღწევა მიღების 1-2 კვირის განმავლობაში, ხოლო მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა მე-4 კვირას. საჭიროებისას შესაძლებელია დოზის მატება მაქსიმუმამდე 40 მგ/25 მგ დღეში ერთჯერ. პრეპარატი ედარბი® კლო მიიღება დღეში ერთჯერ საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. პრეპარატი ედარბი® კლოთი მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა სითხის შემცირებული მოცულობის კორექცია, განსაკუთრებით, პაციენტებში თირკმელების დარღვეული ფუნქციით ან პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეტიკებს მაღალი დოზებით. ბავშვთა ასაკი: პრეპარატი ედარბი® კლოს უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის პაციენტებში არ არის დადგენილი. უკუჩვენება: -ჰიპერმგრძნობელობა აზილსარტანის მედოქსომილის ან ქლორტალიდონის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ; -ანურია; -რეფრაქტორული ჰიპონატრიემია; -ღვიძლის მძიმე უკმარისობა; -თირკმელების მძიმე უკმარისობა (გფს ლტ;30 მლ/წთ/1,73მ2); -ჰიპერკალციემია; -სიმპტომატური ჰიპერურიკემია; -ალისკირენის შემცველ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით ან თირკმელების უკმარისობით (გფს ლტ;60 მლ/წთ/1,73მ2); -ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი; -ბავშვთა ასაკი 18 წლამდე.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, შუქისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25ძС ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას! ვარგისობის ვადა: 3 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. აფთიაქიდან გაცემის წესი: ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.