/images/logo_ka.svg
ენალაპრილი ნორმონი ტაბლეტი 20მგ #30

ენალაპრილი ნორმონი ტაბლეტი 20მგ #30

ესპანეთი

ლაბ. ნორმონი

პროდუქტის შესახებ
ენალაპრილი ნორმონი 20 მგ

-აქტიური ნივთიერებაა ენალაპრილის მალეატი.
-სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი და რკინის ოქსიდი (E-172).


გამოყენება:
ენალაპრილი ნორმონი მიეკუთვნება ე.წ. ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერ-მენტის ინჰიბიტორების (აგფ ინჰიბიტორების) ჯგუფს.
ენალაპრილი გამოიყენება:
•მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ;
•გულის სიმპტომური უკმარისობის სამკურნალოდ;
•გულის სიმპტომური უკმარისობის პრევენციისათვის.

მიღების წესი:
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება:
ენალაპრილის გამოყენების გამოცდილება მაღალი წნევის მქონე ბავშვებში შეზღუდულია.
ტაბლეტები შეიძლება გაიყოს თანაბარ დოზებად.

ჰიპერტენზია:
უმეტესობა პაციენტებისათვის რეკომენდებული საწყისი დოზაა 5 - 20 მგ ერთხელ დღეში. ზოგიერთი პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს უფრო დაბალ საწყის დოზას.
რეკომენდებული ხანგრძლივი დოზაა 20 მგ ერთხელ დღეში.

გულის უკმარისობა:
რეკომენდებული საწყისი დოზაა 2.5 მგ ერთხელ დღეში. ექიმმა თანდათანობით შეიძლება გაზარდოს დოზა, სანამ არ მიიღწევა პაციენტისათვის ოპტიმალური დოზა. რეკომენდებული ხანგრძლივი დოზაა 20 მგ ერთ ან ორ დოზად მიღებული.
მკურნალობის დასაწყისში სიფრთხილეა საჭირო შესაძლო თავბრუსხვევის ან ვერტიგოს გამო.
ექიმს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს, თუ ეს სიმპტომები აღენიშნება პაციენტს.
თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ ენალაპრილი ნორმონის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

შენახვის წესი:
მედიკამენტი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება 25C-ის ქვემოთ.
ინახება ორიგინალური შეფუთვით ნესტისაგან დასაცავად.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლაბ. ნორმონი
ქვეყანა
ესპანეთი
ჯენერიკი
ენალაპრილი
დოზა
20მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat