გამოიყენება შეშუპების, თირკმელების დაავადებასთან დაკავშირებული შეშუპების, ქსოვილში სითხის დაგროვების, მაღალი არტერიული წნევის დროს.
თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 40მგ ფუროსემიდს.
სხვა ნივთიერებებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტრეარატი, კროსპოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაკროგოლი 6000, ცელულოზას ფხვნილი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, ნატრიუმის კროსკამელოზა.
ეს მედიკამენტი ყოველთვის მიიღება ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების ზუსტი დაცვით. უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული რაიმეში.
ფოზოლოგია
დოზის განსაზღვრა ხდება ინდივიდუალურად, კერძოდ, თერაპიაზე პაციენტის რეაგირების შესაბამისად. სასურველი შედეგის მისაღწევად, ყოველთვის უნდა იქნას მიღებული საჭირო მინიმალური დოზა.
რეკომენდებული დოზა შემდეგია:
გულის უკმარისობასთან ან ღვიძლის დაავადებასთან დაკავშირებული შეშუპება:
ჩვეულებრივ საწყისი დოზა მოზრდილებისთვის არის ფურო-დენკ 40-ის 1 ტაბლეტი (შეესაბამება 40 მგ ფუროსემიდს) ერთჯერადი დოზის სახით. თუ შარდმდენების ეფექტი არადამაკმაყოფილებელია, ერთჯერადი დოზა შეიძლება გაიზარდოს ფურო-დენკ 40-ის 2 ტაბლეტამდე (შეესაბამება 80 მგ ფუროსემიდს) 6 საათის შემდეგ. თუ შარდმდენის მოქმედების ისევ არაადეკვატურია, ფურო-დენკ 40-ის 4 დამატებითი ტაბლეტი (შეესაბამება 160 მგ ფუროსემიდს) შეიძლება დაინიშნოს 6 საათის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში, 200 მგ-ზე მეტი ფუროსემიდის საწყისი დოზები შეიძლება დაინიშნოს ცალკეულ შემთხვევებში, ფრთხილი კლინიკური დაკვირვებით.
ჩვეულებრივ, შემანარჩუნებელი დოზა არის ფურო-დენკ 40-ის 1-2 ტაბლეტი დღეში (შეესაბამება 40მგ – 80მგ ფუროსემიდს).
შარდის გამოყოფის გაზრდით გამოწვეული წონის კლება (დიურეზი) არ უნდა აღემატებოდეს 1 კგ/დღეში.
თირკმელების დაავადებასთან დაკავშირებული შეშუპება:
მოზრდილებისთვის ჩვეულებრივ საწყისი დოზა არის ფურო-დენკ 40-ის 1 ტაბლეტი დილით (შეესაბამება 40 მგ ფუროსემიდს) ერთჯერადი დოზის სახით. თუ დიურეზული მოქმედება რადამაკმაყოფილებელია, ერთჯერადი დოზა შეიძლება გაიზარდოს ფურო-დენკ 40-ის 2 ტაბლეტამდე (შეესაბამება 80 მგ ფუროსემიდს) 6 საათის შემდეგ. თუ შარდის გამოყოფა კვლავ არასაკმარისია, ფურო-დენკ 40-ის 4 დამატებითი ტაბლეტი (შეესაბამება 160 მგ ფუროსემიდს) შეიძლება დაინიშნოს 6 საათის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში, 200 მგ-ზე მეტი ფუროსემიდის საწყისი დოზები შეიძლება დაინიშნოს ცალკეულ შემთხვევებში, ფრთხილი კლინიკური მეთვალყურეობით.
ჩვეულებრივ, შემანარჩუნებელი დოზა არის ფურო-დენკ 40-ის 1-2 ტაბლეტი დღეში (შეესაბამება 40მგ – 80მგ ფუროსემიდს).
შარდის გამოყოფის გაზრდით გამოწვეული წონის კლება არ უნდა აღემატებოდეს 1 კგ/დღეში.
ნეფროზული სინდრომის შემთხვევაში, დოზირების რეჟიმი უნდა შეირჩეს სიფრთხილით, რადგან არსებობს წამლის გვერდითი რეაქციების გაზრდის საშიშროება.
დამწვრობასთან დაკავშირებული შეშუპება:
დღიური და/ან ერთჯერადი დოზა შეიძლება მერყეობდეს ფურო-დენკ 40-ის 1-დან 2 ქ ტაბლეტამდე (შეესაბამება 40მგ – 100მგ ფუროსემიდს). გამონაკლის შემთხვევებში, როგორიცაა თირკმლის ფუნქციის დარღვევა, შეიძლება დაინიშნოს ფურო-დენკ 40-ის 6 ტაბლეტი (შეესაბამება 240მგ ფუროსემიდს). ვასკულარული სითხის დეფიციტი უნდა იყოს კომპენსირებული ფუროსემიდით მკურნალობის დაწყებამდე.
გამოყენებამდე უნდა იყოს კომპენსირებული ინტრავასკულარული ჰიპოვოლემია.
მაღალი არტერიული წნევა (არტერიული ჰიპერტენზია):
ჩვეულებრივ დღიური დოზა არის ფურო-დენკ 40-ის 1 ტაბლეტი (შეესაბამება 40 მგ ფუროსემიდს) მონოთერაპია ან სხვა პრეპარატებთან ერთად.
გამოყენება ბავშვებში:
ფუროსემიდის ჩვეულებრივი დღიური დოზა პედიატრიულ პაციენტებში არის ფუროსემიდის 1 (2-მდე) მგ/კგ სხეულის მასაზე. თუმცა, არ უნდა აღემატებოდეს მაქსიმუმ 40 მგ ფუროსემიდს დღეში.
მიღების მეთოდი:
ტაბლეტები მიიღება უზმოზე და უნდა გადაიყლაპოს მთლიანად საკმარისი რაოდენობის სითხის მიყოლებით (მაგ: 1 ჭიქა წყალი).
მკურნალობის ხანგრძლივობას გადაწყვეტს ექიმი. იგი დამოკიდებულია დაავადების ტიპზე და სიმძიმეზე.
თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობს რომ არის ორსულად, ან აპირებს დაფეხმძიმებას, ამ მედიკამენტის მიღებამდე უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს
ორსულობა:
ფურო-დენკ 40 არ მიიღება ორსულობის დროს, სანამ მკურნალი ექიმი არ ჩათვლის აბსოლუტურ აუცილებლობად, ვინაიდან აქტიური ნივთიერება ფუროსემიდე გადადის პლაცენტაში.
ლაქტაცია:
ფუროსემიდი გადადის დედის რძეში და აფერხებს ლაქტაციას. ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალებისთვის არ არის რეკომენდებული ფურო-დენკ 40-ით მკურნალობის დროს. აუცილებლობის შემთხვევაში, დედამ უნდა შეწყვიტოს ლაქტაცია.
სწორად გამოყენების შემთხვევაშიც კი, ამ მედიკამენტმა შეიძლება შეცვალოს რეაქციის უნარი იმდენად, რომ დააქვეითოს სატრანსპორტო საშუალების, მექანიზმების მართვის უნარი ან თავდაცვის საშუალებების გარეშე მუშაობის უნარი. ეს განსაკუთრებით ეხება მკურნალობის საწყის პერიოდს, დოზის გაზრდას და მედიკამენტის ცვლილებას, ასევე, ალკოჰოლთან კომბინაციას
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ინახება 25 C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.
სინათლისგან დაცვის მიზნით ინახება ორიგინალ შეფუთვაში.