ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატი გამოიყენება გარეგანად. ჰეპარინის მალამო კანზე დატანების შემდეგ ავლენს ზომიერად გამოხატულ ანთების და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებას, ხელს უშლის თრომბის განვითარებას და გააჩნია ადგილობრივი ანალგეზიური თვისება.
გამოყენების ჩვენება: - ზედაპირული ვენების თრომბოფლებიტების მკურნალობა და პროფილაქტიკა; - ლოკალიზებული ინფილტრატები და შეშუპება; - ტრავმები და დაჟეჟილობა (მათ შორის კუნთის ქსოვილის, მყესების, სახსრების) - წინააღმდეგჩვენება: ჰეპარინის მალამოში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.