აქტიური ნივთიერებებია ირბესარტანი და ჰიდროქლორთიაზიდი. სხვა დამხმარე ნივთიერებებია: პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, ჰიდროგენიზებული აბუსალათინის ზეთი და სიმინდის სახამებელი,
ირბესარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი არის ორი აქტიური ნივთიერების - ირბესარტანისა და ჰიდროქლორთიაზიდის - კომბინაცია. ირბესარტანი მიეკუთვნება ე.წ. ანგიოტენზინი II რეცეპტორების ანტაგონისტების მედიკამენტების ჯგუფს. ანგიოტენზინი II ნივთიერებაა, რომელიც წარმოიქმნება ორგანიზმში და უკავშირდება სისხლძარღვების რეცეპტორებს, რაც იწვევს მათ შევიწროებას. შედეგად იმატებს არტერიული წნევა. ირბესარტანი ხელს უშლის ანგიოტენზინი II-ის ამ რეცეპტორებთან დაკავშირებას. შედეგად, სისხლძარღვები ფართოვდება და არტერიული წნევა ქვეითდება. ჰიდროქლორთიაზიდი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს (ე.წ. თიაზიდურ დიურეტიკებს), რომლებიც ზრდიან შარდის გამოყოფას, რაც იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას. ირბესარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის ორი აქტიური ნივთიერება ერთდროულად უფრო მეტად აქვეითებს არტერიულ წნევას, ვიდრე თითოეული მათგანი ცალ-ცალკე მიღებისას.
მიღების წესი: ირბესარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია. ირბესარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის ჩვეულებრივი დოზაა ერთი ან ორი ტაბლეტი დღეში. ირბესარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი ჩვეულებრივ ინიშნება ექიმის მიერ, როცა წინა მკურნალობამ არ დააქვეითა არტერიული წნევა საკმარისად. მკურნალი ექიმი პაციენტს მისცემს ინსტრუქციას, როგორ უნდა შეიცვალოს მკურნალობა ირბესარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონით. ირბესარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი განკუთვნილია შიგნით მისაღებად. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს საკმარისი რაოდენობის სითხესთან (მაგ.: ჭიქა წყალთან) ერთად. ირბესარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე საკვების გარეშე. მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს ერთსა და იმავე დროს, ყოველდღე. მნიშვნელოვანია, რომ ირბესარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღება გაგრძელდეს ექიმის ინსტრუქციის მიხედვით. არტერიული წნევის დამწევი მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან 6-8 კვირის შემდეგ.
შენახვის წესი: არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.