კასარკი HD ტაბლეტი 32მგ+25მგ
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: candesartan, hydrochlorothiazide;
1 ტაბლეტი შეიცავს: კანდესარტანის ცილექსეტილს, 100% ნივთიერებაზე გაანგარიშებით - 32 მგ-ს; ჰიდროქლოროთიაზიდს, 100% ნივთიერებაზე გაანგარიშებით - 25 მგ-ს;
დამხმარე ნვთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი; სიმინდის სახამებელი; კალციუმის კარმელოზა; ჰიდროქსიპროპილცელულოზა; პოლიეთილენგლიკოლი (პეგ 8000); მაგნიუმის სტეარატი; რკინის ოქსიდი წითელი (E172); რკინის ოქსიდი ყვითელი (E172).
ჩვენებები:
კასარკი HD ნაჩვენებია:
- ესენციალური ჰიპერტენზიის სამკურნალოდ მოზრდილ პაციენტებში, რომლებშიც არტერიული წნევა არ კონტროლდება სათანადოდ მონოთერაპიით კანდესარტანის ცილექსეტილით ან ჰიდროქლოროთიაზიდით.
უკუჩვენებები:
- მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების, ან სულფანილამიდების წარმოებულების მიმართ (ჰიდროქლოროთიაზიდი არის სულფონილამიდის წარმოებული);
- ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრები (იხ. ნაწილები „გამოყენების თავისებურებანი“ და „გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში“);
- თირკმლის მძიმე უმარისობა (კრეატინინის კლირენსი ˂30 მლ/წთ/1,73 მ2);
- ღვიძლის მძიმე უკმარისობა და/ან ქოლესტაზი;
- რეფრაქტერული ჰიპოკალიემია და ჰიპერკალციემია;
- პოდაგრა;
- პრეპარატის კასარკი HD ერთდროული გამოყენება ალისკირენის შემცველ პრეპარატებთან უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის შაქრიანი დიაბეტის დროს ან თიკმლის უკმარისობით (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე ˂ 60 მლ/წთ/1,73 მ2).
დოზირება:
კასარკი HD-ს რეკომენდირებული დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს დღეში.
გამოყენების წესი:
ორალური გამოყენებისათვის.
კასარკის HD მიღება შეიძლება საკვების მიღების მიუხედავად. საკვები არ მოქმედებს კანდესარტანის ბიოშეღწევადობაზე. არ არის გამოვლენილი კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები ჰიდროქლორითიაზიდსა და საკვებს შორის.
შენახვა:
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, არაუმეტეს 25° ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.