/images/logo_ka.svg

კასარკი ტაბლეტი 32მგ #30

უკრაინა

კიევმედპრეპარატები

კასარკი 32მგ გამოიყენება პირველადი არტერიის სამკურნალოდ მოზრდილებში და 6-18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში.

პროდუქტის შესახებ

კასარკი ტაბლეტი 32მგ

შემადგენლობა:

​მოქმედი ნივთიერება: კანდესარტანის ცილექსეტილი;
1 ტაბლეტი შეიცავს კანდესარტანის ცილექსეტილს 100% ნივთიერებაზე გადათვლით 32 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის კარმელოზა; სიმინდის სახამებელი; ჰიდროქსიპროპილცელულოზა; ლაქტოზა, მონოჰიდრატი; მაგნიუმის სტეარატი; პოლიეთილენგლიკოლი (პეგ 8000)


ჩვენება:

  • პირველადი არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა მოზრდილებში;
  • არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში;
  • ზრდასრული პაციენტების მკურნალობა გულის უკმარისობით და მარცხენა პარკუჭის სისტოლური ფუნქციის დარღვევით (მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია ≤ 40%), აგფ ინჰიბიტორებთან ერთად როგორც დამატებითი თერაპია ან აგფ ინჰიბიტორების აუტანლობის შემთხვევებში.


უკუჩვენებები:

  • ჰიპერმგრძნობელობა კანდესარტანის ცილექსეტილის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
    ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები და/ან ქოლესტაზი;
  • გამოყენება ორსულობის მეორე ან მესამე ტრიმესტრში;
  • 1 წლამდე ასაკის ბავშვები;
  • აგფ ინჰიბიტორების ან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების ერთდროული გამოყენება პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავენ ალისკირენს უკუნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისათვის ( გფს < 60 მლ/წთ/1,73 მ 2).


გამოყენების წესი და დოზები

არტერიული ჰიპერტენზია

პრეპარატ კასარკის რეკომენდებული საწყისი დოზა და შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 8 მგ დღეში ერთხელ. ანტიჰიპერტენზიული მოქმედების ძირითადი ეფექტი მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან 4 კვირის განმავლობაში. თუ არტერიული წნევა არ კონტროლირდება სათანადოდ, დოზა შეიძლება გაიზარდოს 16 მგ-მდე დღეში ერთხელ და მაქსიმუმ 32 მგ-მდე ერთხელ დღეში. მკურნალობა უნდა დარეგულირდეს არტერიული წნევის მიხედვით.


თირკმელების ფუნქციის დარღვევა.
თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისათვის, ასევე ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებისათვის საწყისი დოზა შეადგენს 4 მგ ერთხელ დღეში. დოზა უნდა იქნას ტიტრირებული კლინიკური პასუხის შესაბამისად. არსებობს გამოყენების შეზღუდული გამოცდილება პაციენტებში ძალიან მძიმე თირკმლის უკმარისობით ან თირკმლის უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი < 15 მლ/წთ).


ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
საწყისი დოზა 4მგ ერთხელ დღეში რეკომენდებულია პაციენტებისათვის მსუბუქი და ზომიერი ღვიძლის უკმარისობით. დოზის კორექცია ხდება კლინიკური პასუხის შესაბამისად. კასარკი უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის ღვიძლის მძიმე უკმარისობით და/ან ქოლესტაზით (იხ. ნაწილები „უკუჩვენებები“ და „ფარმაკოკინეტიკა“).


6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები.
პრეპარატის რეკომენდირებული საწყისი დოზა შეადგენს 4 მგ დღეში ერთხელ.
- პაციენტებს, რომელთა სხეულის მასა < 50 კგ-ზე: პაციენტებს არტერიული წნევის არადამაკმაყოფილებელი კონტროლით დოზა შეიძლება გაეზარდოთ მაქსიმუმ 8 მგ-მდე
დღეში ერთხელ.
- პაციენტებს, რომელთა სხეულის მასა ≥50 კგ: პაციენტებს არტერიული წნევის არადამაკმაყოფილებელი კონტროლით, დოზა შეიძლება გაიზარდოს 8 მგ-მდე დღეში ერთხელ და შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, 16 მგ-მდე დღეში ერთხელ.


შენახვა:

​ორიგინალ შეფუთვაში არა უმეტეს 25˚ C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისაგან მიუდგომელ ადგილზე.​

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
კიევმედპრეპარატები
ქვეყანა
უკრაინა
ჯენერიკი
კანდესარტან ცილექსეტილი
დოზა
32მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat
ჯპს | კასარკი ტაბლეტი 32მგ #30