აქტიური ნივთიერებაა ლერკანიდიპინის ჰიდროქლორიდი. ერთი 20 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 20 მგ ლერკანიდიპინის ჰიდროქლორიდს, რომელიც 18.8 მგ ლერკანიდიპინის ექვივალენტურია.
გამოყენება: ლაპრესი მიეკუთვნება კალციუმის არხების ბლოკატორების (დიჰიდროპირიდინის წარმოებულების) მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც აქვეითებენ სისხლის წნევას.
ლაპრესი გამოიყენება მაღალი სისხლის წნევის, ჰიპერტენზიის, სამკურნალოდ 18 წლის ასაკის ზემოთ მოზრდილებში (არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის).
მიღების წესი: მედიკამენტის მიღება ყოველთვის ზუსტად უნდა მოხდეს ექიმის მითითებების შესა-ბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარ-მაცვტს.
მოზრდილები: რეკომენდებული დოზაა 10 მგ დღეში, დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში, უმჯობე-სია დილით, საუზმემდე არაუმცირეს 15 წუთით ადრე. ექიმმა შეიძლება გაზარდოს ლაპრესის დოზა ერთ 20 მგ ტაბლეტამდე, საჭიროების შემთხბებაში (იხ. პარაგრაფი 2 “ლაპრესის მიღება საკვებთან სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად”). ტაბლეტები უმჯობესია გადაიყლაპოს მთლიანად, ცოტაოდენი წყლის მიყოლებით.
ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება: მედიკამენტი არ არის განკუთვნილი 18 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად.
ხანდაზმული პაციენტები: არ არის საჭირო დღიური დოზის კორექცია. თუმცა, სპეციალური ყურადღება საჭიროა მკურნალობის დაწყებისას.
ღვიძლის ან თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტები: სპეციალური ყურადღებაა საჭირო მკურნალობის დაწყებისას ამ პაციენტებში და დღიური დოზის გაზრდა 20 მგ-მდე უნდა მოხდეს სიფრთხილით.
შენახვის წესი: მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება კოლოფსა და ბლისტერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შენახვის პირობები: ინახება ორიგინალური შეფუთვით ნესტისაგან დასაცავად.