რას შეიცავს ლოკელმა: ლოკელმა შეიცავს აქტიურ ნივთიერებას, ნატრიუმის ცირკონიუმის ციკლოსილიკატს. ლოკელმა 5გ პერორალური სუსპენზიის ფხვნილი თითოეული საშეტი შეიცავს 5გ ნატრიუმის ცირკონიუმის ციკლოსილიკატს
ლოკელმა გამოიყენება ჰიპერკალემიის სამკურნალოდ მოზრდილებში. ჰიპერკალემია გულისხმობს კალიუმის მაღალ დონეს სისხლში. ლოკელმა ამცირებს კალიუმის მაღალ დონეს თქვენს ორგანიზმში და ინარჩუნებს მას ნორმალური დონის ფარგლებში. როცა ლოკელმა გაივლის კუჭსა და ნაწლავებში, ის შეუკავშირდება კალიუმს და ორივე გამოიყოფა ერთად განავალში, ამცირებს რა ამით კალიუმის დონეს ორგანიზმში.
რა ოდენობით მიღებაა საჭირო: საწყისი დოზა-რათა შემცირდეს თქვენი კალიუმის მაღალი დონე და დაუბრუნდეს ნორმალურ მაჩვენებელს •რეკომენდებული დოზაა 10გ სამჯერ დღეში. •პრეპარატს სჭირდება ერთი ან ორი დღე ზემოქმედებისთვის. •არ მიიღოთ საწყისი დოზა სამ დღეზე მეტი ხსნის განმავლობაში. შემანარჩუნებელი დოზა - კალიუმის დონის შენარჩუნება ნორმის ფარგლებში მისი შემცირების შემდეგ: •რეკომენდებული დოზაა 5გ ერთხელ დღეში. •თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს რომ გჭირდებათ უფრო მეტის (10გ ერთხელ დღეში) ან ნაკლების (5გ ყოველ მეორე დღეს) მიღება •არ მიიღოთ შემანარჩუენებლი დოზა 10გ-ზე მეტი ოდენობით ერთხელ დღეში.
თუ ხართ ჰემოდიალიზზე: •მიიღეთ ლოკელმა მხოლოდ არადიალიზის დღეებში. •რეკომენდებული საწყისი დოზაა 5გ ერთხელ დღეში. •თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს რომ გჭირდებათ უფრო მეტის (15გ-მდე ერთხელ დღეში) მიღება •არ მიიღოთ 15გ-ზე მეტი დოზა ერთხელ დღეში.
ეს პრეპარატი მიიღება •ეცადეთ ლოკელმას მიღება ერთიდაიგივე დროს ყოველ დღე. •თქვენ შეგიძლიათ ამ პრეპარატის მიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
როგორი მიიღება პრეპარატი •გახსენით საშეტ(ებ)ი და მოათავსეთ ფხვნილი ჭიქაში დაახლოებით 45მლ არაგაზირებულ წყალთან ერთად •მოურიეთ კარგად და მაშინვე დალიეთ სითხე, რომელსაც გემო არ აქვს •ფხვნილი არ იხსნება და სითხე ჩანს ამღვრეული. ფხვნილი სწრაფად წარმოშობს ნალექს ჭიქაში. თუ ეს მოხდება, მოურიეთ სითხეს ისევ კარგად და დალიეთ მთლიანად. •საჭიროების შემთხვევაში განაზავეთ სითხე მცირე ოდენობის წყლით და დალიეთ მთლიანად, რომ მიიღოთ მედიკამენტის სრული დოზა.
როგორ ინახება ლოკელმა: შეინახეთ ლოკელმა ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.