ნიტოპი (ნიტოპინი) ტაბლეტი 30მგ #30

ნიტოპი (ნიტოპინი) ტაბლეტი 30მგ #30

საბერძნეთი

ანფარმა
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - NIMODIPINE

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კალციუმის ნელი არხების ბლოკატორი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
1 ტაბ.
ნიმოდიპინი .............. 30 მგ

ჩვენებები:
ნიმოდიპინის ინტრავენური ინფუზია:
იშემიური ნევროლოგიური დარღვევების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის, რომლებიც გამოწვეულია ანევრიზმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის შემდგომი სისხლძარღვოვანი სპაზმით;
ტრავმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის შემდგომი იშემიური ნევროლოგიური დარღვეების პროფილაქტიკისთვის;
თავის ტვინის ფუნქციის გამოხატული დარღვევებისას ხანდაზმულ პაციენტებში (მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის, მანქანის მართვის უნარის დაქვეითება, ემოციური ლაბილობა)
მკურნალობის წინ უნდა დადგინდეს, რომ სიმპტომები ისეთი დაავადებით არ არის გამოწვეული, რომლებიც სპეციფიკურ მკურნალობას საჭიროებს.

მიღების წესი და დოზირება:
ანევრიზმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევებისას: რეკომენდებულია ინტრავენური ინფუზიის სახით ნიმოდიპინის გამოყენება 5-14 დღის განმავლობაში, დოზით 1 მგ. პირველი ინფუზიის ხანგრძლივობა შეადგენს 2 სთ-ს. კარგი ტოლერანტობისას პრეპარატის მიმართ შემდგომი 2 სთ-ის განმავლობაში შეჰყავთ ინფუზიით 2 მგ, ინფუზიური მკურნალობის შემდეგ 2 ტაბ. 6-ჯერ დღეში.
ტრავმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევისას: რეკომენდებულია ინტრავენურად ნიმოტოპი 7-10 დღის განმავლობაში, შემდგომში ტაბლეტების გამოყენებით: 2 ტაბ 6-ჯერ დღეში.
ხანდაზმულებში თავის ტვინის ფუნქციის დარღვევისას: რეკომენდებულია 1 ტაბ. 3-ჯერ დღეში (3-ჯერ 30 მგ). არასასურველი რეაქციისას დოზა უნდა შემცირდეს, ან შეწყდეს მისი მიღება. ღვიძლის მძიმე დაავადებისას დოზა უნდა შემცირდეს ან შეწყდეს მისი მიღება.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას, განსაკუთრებით ციროზის დროს, ნიმოდიპინის ბიოშეღწევადობა შეიძლება გაიზარდოს პირველადი მეტაბოლიზმის და მეტაბოლური ინაქტივაციის შემცირების გამო. შესაბამისად იზრდება პრეპარატის თერაპიული და გვერდითი ეფექტების გამოვლენა, განსაკუთრებით ჰიპოტენზიური ეფექტის. ამ შემთხვევაში პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს არტერიული წნევის მაჩვენებლების მიხედვით.
ანევრიზმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა: 5-14 დღის განმავლობაში ინფუზიის შემდგომ, ტაბლეტების მიღება 7 დღის განმავლობაში.
ტრავმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა: 7-10 დღე ინფუზიის შემდეგ ტაბლეტების მიღება 11-14 დღის განმავლობაში.
თავის ტვინის ფუნქციის მოშლა ხანდაზმულებში: თუ მკურნალობა რამდენიმე თვე გრძელდება, საჭიროა დასაბუთდეს ჩვენებები, რათა მკურნალობა გაგრძელდეს.
ტაბლეტი ინიშნება მცირე რაოდენობით წყალთან ერთად, კვებისგან დამოუკიდებლად, არაუხშირეს 4 საათში ერთხელ.

გვერდითი მოვლენები:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, კუჭ-ნაწლავის მხრივ დისკომფორტი, გაუვალობა (პარეზის გამო).
ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სისუსტე, უძილობა, მოტორული აგზნება, აგრესიულობა, ოფლიანობა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: წნევის დაქვეითება, სახის ჰიპერემია, სიმხურვალის შეგრძნება, ბრადიკარდია, იშვიათად ტაქიკარდია.
ცვლილებები სისხლში: იშვიათად თრომბოციტოპენია.
კანის მხრივ: კანის სიწითლე, პერიფერიული შეშუპება.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ანფარმა
ქვეყანა
საბერძნეთი
ჯენერიკი
ნიმოდიპინი
დოზა
30მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი