საერთაშორისო დასახელება - Perindoprilum+Indapamidum ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიჰიპერტენზიული საშუალებები კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა : ანტიჰიპერტენზიული საშუალებები
მოქმედების მექანიზმი კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორს - პერინდოპრილსა და სულფონამიდის წარმოებულ დიურეზულ საშუალებას - ინდაპამიდს. პერინდიდის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია თითოეული კომპონენტის თვისებებით. პერინდოპრილი და ინდაპამიდის კომბინაცია აძლიერებს თითოეული მათგანის მოქმედებას. პერინდიდის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერებების - პერინდოპრილის ერბუმინის 4 მგ-სა და ინდაპამიდის 1.25 მგ-ს.
ჩვენებები - ესენციალური არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც არასაკმარისად ექვემდებარება საწყის თერაპიას;
მიღების წესები და დოზები მოზრდილებში ინიშნება 1 ტაბლეტი პერინდიდი დღეში ერთხელ, უპირატესად დილას უზმოზე. პაციენტები თირკმლის უკმარისობით, როცა კკ მეტია 60 მლ/წთ-ზე, დოზის კორექციას არ საჭიროებენ და ინიშნება 1 ტაბლეტი პერინდიდი დღეში ერთხელ, კრეატინინისა და კალიუმის მუდმივი კონტროლის ქვეშ. ასაკოვან პაციენტებში და პაციენტებში თირკმლის უკმარისობით (კკ 60-30 მლ/წთ) თერაპიული კურსი იწყება მცირე დოზით.
უკუჩვენება - ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპება (მათ შორის ამფ-ის ინჰიბიტორების მიღების ფონზე); ჰიპოკალიემია; თირკმლის გამოხატული უკმარისობა (კკ ნაკლები 30 მლ/წთ-ზე); ღვიძლის გამოხატული უკმარისობა (მათ შორის ენცეფალოპათიით); QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი პრეპარატების ერთდროული მიღება; ორსულობა, ლაქტაცია (ძუძუთი კვება); პერინდოპრილისა და სხვა ამფ-ის ინჰიბიტორებისადმი მაღალი მგრძნობელობა; ინდაპამიდისა და სულფონამიდებისადმი მაღალი მგრძნობელობა.