/images/logo_ka.svg
პოლიტენზა კაფსულა 10მგ+5მგ+25მგ #30

პოლიტენზა კაფსულა 10მგ+5მგ+25მგ #30

პოლონეთი

ადამედ ფარმა

პროდუქტის შესახებ
პოლიტენზა 10 მგ/5 მგ/25 მგ

ერთი კაფსულა შეიცავს 10 მგ რამიპრილი, 5 მგ ამლოდიპინი (6.934 მგ ამლოდიპინის ბესილატი), 25 მგ ჰიდროქლორთიაზიდი.

პოლიტენზა შეიცავს სამ აქტიური ნივთიერებას - რამიპრილი, ამლოდიპინი და ჰიდროქლორთიაზიდი.
რამიპრილი მიეკუთვნება აგფ ინჰიბიტორების (ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები) ჯგუფს.

რამიპრილი მოქმედება:
•ამცირებს თქვენს ორგანიზმში იმ ნივთიერებების გამომუშავებას, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ სისხლის წნევის მომატება.
•ადუნებს და აფართოვებს თქვენს სისხლძარღვებს.
•აძლიერებს გულის მუშაობას, რათა სრულფასოვნად მომარაგოს თქვენი ორიგანიზმი სისხლით.

ამლოდიპინი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, რომლებსაც კალციუმის არხების ბლოკატორები ეწოდებათ.
ამლოდიპინის მოქმედება:
•ადუნებს და აფართოვებს თქვენს სისხლძარღვებს, რაც სისხლს აძლევს საშუალებას მარტივად იმოძრაოს სისხლძარღვებში.

ჰიდროქლორთიაზიდი მიეკუთვნება შარდმდენებს ან ე.წ. „თიაზიდური დიურეტიკების“ ჯგუფს.
ჰიდროქლორთიაზიდის მოქმედება:
•აძლიერებს შარდის დენას , რაც ამცირებს სისხლის წნევას.
პოლიტენზას დანიშვნა შეიძლება ზრდასრულ პაციენტებში სისხლის მაღალი წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ, რომლებიც ერთდროულად, იმავე დოზით, იღებდნენ აღნიშნულ პრეპარატებს ინდივიდუალურად, რაც არის კომბინირებულ პრეპარატში, და ახდენენ ადექვატურ მოქმედებას როგორც კომბინაციაში, ასევე ცალ-ცალკე.

იღების წესი:
რეკომენდებული დოზა არის ექიმის მიერ შერჩეული შემცველობის 1 კაფსულა, დღეში ერთხელ.
პრეპარატის ეფექტის შესაბამისად ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა.

პრეპარატის მაქსიმალურ დოზას წარმოადგენს 1 კაფსულა 10 მგ/10მგ/ 25 მგ კომბინაცია, დღეში ერთხელ.
პრეპარატი მიიღეთ პერორალურად დროის ერთიდაიმავე მონაკვეთში, ჭამის წინ ან ჭამის შემდეგ.

მთლიანად გადაყლაპეთ მყარი კაფსულა სითხის საკმარის რაოდენობასთან ერთად.
არ გასრისოთ,არ დაღეჭოთ მყარი კაფსულა.
არ მიიღოთ პოლიტენზა გრეიფრუტის წვენთან ერთად.

ენახვის პირობები:
შეინახეთ არა უმეტეს 30 C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ადამედ ფარმა
ქვეყანა
პოლონეთი
ჯენერიკი
რამიპრილი+ამლოდიპინი+ჰიდროქლორთიაზიდი
დოზა
10მგ+5მგ+25მგ
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
30
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat