პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - rauwolfia alkaloids
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → ადრენომაბლოკირებელი საშუალებები → სიმპატოლიზური საშუალებები
შემადგენლობა
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
მწვანე ფერის, მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე, შემოგარსული ტაბლეტები, ჭდით;
შემადგენლობა:
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
რაუნატინს - 2 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, შემომგარსავი ნივთიერებების ნარევი Tabcoat TC-7013-green (ჰიპრომელოზა, პოლიეთილენგლიკოლი 6000, გასუფთავებული ტალკი, საღებავები: ტიტანის დიოქსიდი (Е 171), Brilliant Blue FCF (E 133), Quinoline Yellow (E 104)).
ჩვენებები
მსუბუქი და საშუალო სიმძიმის არტერიული ჰიპერტენზია.
მიღების წესები და დოზები
პრეპარატი ინიშნება მოზრდილებში პერორალურად, ჭამის შემდეგ. მკურნალობას იწყებენ ღამით 1 ტაბლეტის მიღებით, მეორე დღეს – 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში, მესამე დღეს – 3 ტაბლეტი და დღიური დოზას თანდათანობით ზრდიან 4-6 ტაბლეტამდე. თერაპიული ეფექტის მიღწევის შემდეგ (10-14 დღეში) დოზას თანდათანობით ამცირებენ 1-2 ტაბლეტამდე დღეში. მკურნალობის კურსი შეადგენს 3-4 კვირას, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში რაუნატინი ინიშნება უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში შემანარჩუნებელი დოზით (1 ტაბლეტი დღეში).
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია გამოვლინდეს გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, პირის სიმშრალე, ანორექსია, კარდიალგია, ბრადიკარდია, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, ოფლიანობა, საერთო სისუსტე, დეპრესია, ლიბიდოს დაქვეითება, გამონაყარი კანზე, ქავილი. გვერდითი მოვლენების მოხსნა შესაძლებელია პრეპარატის დოზის შემცირებისას ან მისი მიღების ხანმოკლე (1-3 დღე) შეწყვეტის შემდეგ.
მაღალი დოზით ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, კოშმარული სიზმრები, პარკინსონიზმის სიმპტომების განვითარება, სტენოკარდიის შეტევების გახშირება.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ; არტერიული ჰიპოტენზია; ბრადიკარდია; დეპრესია; კორონარული სისხლმიმოქცევის უკმარისობა; მიოკარდიუმის ორგანული დაზიანებები; აორტული მანკები; გამოხატული ცერებრული ათეროსკლეროზი; ეპილეფსია; პარკინსონიზმი; კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება; წყლულოვანი კოლიტი; სუნთქვის უკმარისობა; ფეოქრომოციტომა; ნაღვლკენჭოვანი დაავადება; გლაუკომა; ნეფროსკლეროზი; 18 წლამდე ასაკი
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისას და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია, რადგან ალკალოიდი რეზერპინი გადის პლაცენტურ ბარიერს და გადადის დედის რძეში. ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენების აუცილებლობისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
20616
ჯენერიკი
რეზერპინი+სერპენტინი+აიმალინი