საერთაშორისო დასახელება - პროპიონატ დიჰიდრატი მოქმედი ნივთიერება: პროპიონატ დიჰიდრატი კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიჰიპოქსანტი და ანტიოქსიდანტი; ანგიოპროტექტორი და მიკროცირკულაციის კორექტორი. შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: მყარი ჟელატინიზირებული კაფსულები: ფირფიტაზე 10 და 15 კაფს., შეფუთვაში 4 და 6 ფირფიტა. 1 კაფს.პროპიონატ დიჰიდრატი ......... 250 მგ 1 კაფს.პროპიონატ დიჰიდრატი ......... 500 მგ დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი მოდიფიცირებული, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, კალციუმის სტეარატი.
ჩვენებები: თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე და ქრონიკული დარღვევების (თავის ტვინის ინსულტი და ცერებროვასკულური უკმარისობა) კომპლექსური თერაპია; დაქვეითებული შრომისუნარიანობა; ფიზიკური გადაძაბვა (მათ შორის სპორტსმენებში); ბრონქული ასთმა და ქრონიკული ბრონქიტი (კომბინირებული თერაპიის დროს, როგორც იმუნომოდულატორი). ოპერაციის შემდგომი პერიოდი, რეაბილიტაციის დასაჩქარებლად; აბსტინენციის სინდრომი ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს (ალკოჰოლიზმის სპეციფიკურ თერაპიასთან კომბინაციაში); ჰემოფთალმი და ბადურაში სხვადასხვა ეტიოლოგის სისხლჩაქცევა, ბადურის ცენტრალური ვენისა და მისი განშტოებების თრომბოზი, სხვადასხვა ეტიოლოგიის რეტინოპათიები (დიაბეტური, ჰიპერტონული).
მიღების წესი და დოზირება: აგზნების ეფექტის შესაძლო განვითარების გამო რეკომენდულია დღის პირველ ნახევარში გამოყენება. თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ქრონიკული მოშლის დროს პრეპარატი გამოიყენება დოზით 500 მგ/დღეში. თერაპიის საერთო კურსი: 4-6 კვირა. განმეორებითი კურსი ინიშნება ინდივიდუალურად 2-3-ჯერ წელიწადში. ბრონქული ასთმის დროს ინიშნება 250 მგ ყოველდღე 3 კვირის განმავლობაში. გონებრივი და ფიზიკური გადაძაბვის დროს ინიშნება 250 მგ 4-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი: 10-14 დღე. საჭიროების შემთხვევაში თერაპიას იმეორებენ 2-3 კვირის შემდეგ. სპორტსმენებისათვის რეკომენდებულია 500-1000 მგ 2-ჯერ დღეში ვარჯიშის წინ. კურსის ხანგრძლივობა მოსამზადებელ პერიოდში - 14-21 დღე, შეჯიბრებების პერიოდში -10-14 დღე. ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს პრეპარატი ინიშნება დოზით 500 მგ 4-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი: 7-10 დღე.
გვერდითი მოვლენები: გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად - ტაქიკარდია, არტერიული წნევის შეცვლა. ცნს-ის მხრივ: იშვიათად - ფსიქომოტორული აგზნებადობა. საჭლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად - დისპეფსიური მოვლენები. ალერგიული რეაქციები: იშვიათად - კანის ქავილი, სიწითლე, გამონაყარი, შეშუპება.
უკუჩვენებები: პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა; მომატებული ქალასშიდა წნევა (ვენური უკუდინების დარღვევების, ქალასშიდა სიმსივნეების დროს). 12 წლამდე ასაკის ბავშვებში რიპრონატის გამოყენების უსაფთრხოებისა და ეფექტურობის შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.
ორსულობა და ლაქტაცია: არ არის დადასტურებული ორსულობის დროს რიპრონატის გამოყენების უსაფრთხოება. ლაქტაციის დროს რიპრონატის გამოყენების აუცილებლობისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.