ტორვაზინ პლუსი კაფსულა 20მგ+10მგ #30

ტორვაზინ პლუსი კაფსულა 20მგ+10მგ #30

უნგრეთი

ეგისი
კალათის ფასდაკლება
-
20.78
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Atorvastatinum+Ezetimibum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ლიპიდური ცვლის მარეგულირებელი საშუალებები

ტორვაზინ® პლუსი შეიცავს ორ სხვადასხვა აქტიურ ნივთიერებას ერთ კაფსულაში. პირველი ამ ორი აქტიური ნივთიერებიდან არის - ატორვასტატინი, იგი მიეკუთვნება სტატინებად წოდებულ სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს, ხოლო მეორე აქტიური ნივთიერება არის ეზიტიმიბი.
ტორვაზინ® პლუსი წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას, რომელიც გამოიყენება სისხლში საერთო ქოლესტერინის დონის, “მავნე” ქოლესტერინის (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინი) და ცხიმოვანი ნივთიერების (რომელსაც ეწოდება ტრიგლიცერიდი) შესამცირებლად. გარდა ამისა, აღნიშნული სამკურნალო პრეპარატი ზრდის „სასარგებლო“ ქოლესტერინის (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინი) დონეს.
აღნიშნული პრეპარატი ქოლესტერინის დონის დაწევას უზრუნველყოფს ორი გზით: ამცირებს ქოლეტერინის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და მის წარმოქმნას თქვენს ორგანიზმში.
ადამიანთა უმრავლესობაში ქოლესტერინის მაღალი დონე გავლენას არ ახდენს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და არ იწვევს არავითარ სიმპტომს. თუმცა, თუ არ მივიღებთ არანაირ ზომებს, აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვების კედლებზე ცხიმების დაგროვება და მათი სანათურების შევიწროება.
ზოგჯერ შეიძლება მოხდეს ამგვარად შევიწროვებული სისხლძარღვების დაცობა და სისხლი აღარ მიეწოდოს გულს ან თავის ტვინს, რაც იწვევს მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის განვითარებას. ქოლესტერინის დონის შემცირებით, თქვენ ამცირებთ მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების რისკს.
ტორვაზინ® პლუსი განკუთვნილია პაცინეტებისთვის, რომელთა ქოლესტერინის დონე არ ექვემდებარება კონტროლს მხოლოდ შესაბამისი დიეტის ხარჯზე. აღნიშნული პრეპარატის მიღების პერიოდში, უნდა დაიცვათ დიეტა ქოლესტერინის დონის დასაწევად.

ტორვაზინ® პლუსის 10 მგ +10 მგ ყოველი კაფსულა შეიცავს 13 მგ, ტორვაზინ® პლუსის 20 მგ +10 მგ ყოველი კაფსულა შეიცავს 26 მგ და ტორვაზინ® პლუსის 40 მგ +10 მგ ყოველი კაფსულა შეიცავს 51,5 მგ საქაროზას. თუ თქვენმა მკურნალმა ექიმმა მოგაწოდათ ინფორმაცია, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი ტიპის შაქრების მიმართ, აღნიშნული სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე გაირეთ კონსულტაცია ექიმთან.

ტორვაზინ® პლუსის მიღების პერიოდში უნდა დაიცვათ დაბალქოლესტერული დიეტა.
მოზრდილებისათვის რეკომენდებული დღე-ღამური დოზა შეადგენს ერთ კაფსულას შესაბამისი დოზირებით.
ტორვაზინ® პლუსი მიიღება დღეში ერთხელ.
კაფსულების მიღება შეგიძლიათ დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, საკვების მიღების შემდეგ ან უზმოზე. თუმცა, ეცადეთ პრეპარატი მიიღოთ ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს.
თითოეული კაფსულა გადაყლაპეთ მთლიანად და დააყოლეთ წყალი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ეგისი
ქვეყანა
უნგრეთი
ჯენერიკი
ატორვასტატინი+ეზეტიმიბი
დოზა
20მგ+10მგ
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი