ტრიტაცე კომბ ტაბლეტი 5მგ+25მგ #28

ტრიტაცე კომბ ტაბლეტი 5მგ+25მგ #28

იტალია

სანოფი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Ramiprilum+Hydrochlorthiazidum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიჰიპერტენზიული საშუალებები
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები

ჩვენებები
პირველადი არტერიული ჰიპერტენზიის დროს, როდესაც ნაჩვენებია მკურნალობა პრეპარატებთან კომბინაციაში.

მიღების წესები და დოზები
ზედმიწევნით დაიცავით რეკომენდებული დოზა გარდა იმ შემთხვევისა, თუ ექიმი სხვაგვარად დაგინიშნავთ.დოზის განსაზღვრა ხდება სასურველი ჰიპოტენზიური ეფექტისა და პრეპარატის მიმართ პაციენტის ტოლერანტობის მიხედვით. ტრიტაცე კომპ-ით მკურნალობა ჩვეულებრივ ხანგრძლივად მიმდინარეობს; ექიმი ყოველ პაციენტზე ინდივიდუალურად განსაზღვრავს მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას. ჩვეულებრივ, საწყისი დოზაა დღეში 1/2 ტაბლეტი ტრიტაცე კომპ-ი. აუცილებლობის შემთხვევაში დოზის გაზრდა შესაძლებელია 2-3 კვირის ინტერვალით, 2 ტაბლეტ ტრიტაცე კომპ-ის მაქსიმალურ დოზამდე. პაციენტთა უმეტესობას აღენიშნება არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება დღეში 1/2–დან 1 ტაბლეტი ტრიტაცე კომპ-ის მიღების შედეგად. იმ პაციენტებში, რომელთაც უტარდებოდათ მკურნალობა დიურეზულებით, გათვალისწინებული უნდა იქნას დიურეზულების მიღების შეწყვეტა სულ მცირე 2-3 დღით – ან დიურეზულების მოქმედების ხანგრძლივობის მიხედვით - ტრიტაცე კომპ-ით მკურნალობის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე, ან სულ მცირე, უნდა შემცირდეს დიურეზულების დოზა. ექიმი ინდივიდუალური შემთხვევების მიხედვით განსაზღვრავს შესაძლებელია თუ არა პრეპარატის მიღების ამგვარი შეწყვეტა ან დოზის შემცირება და რამდენ ხანს გაგრძელდება იგი. თუ პრეპარატის მიღების შეწყვეტა არ არის აუცილებელი, მაშინ მკურნალობა იწყება რამიპრილის უმცირესი დოზით (1,25 მგ დღეში) თავისუფალ კომბინაციაში. შესაბამისად, შესაძლებელია გადასვლა ტრიტაცე კომპ-ის საწყის დოზაზე, რომელიც არ აჭარბებს 1/2 ტაბლეტს. დოზირება თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში: იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ კრეატინინის კლირენსი 1,73 მ3 სხეულის ზედაპირზე 60-სა და 30მლ/წთ-ს შორის, მკურნალობის კურსი იწყება მხოლოდ რამიპრილის 1,25 მგ დღიური დოზით. რამიპრილის დოზის თანდათან ზრდის შემდეგ, ტრიტაცე კომპ-ით მკურნალობა იწყება 1/2 ტაბლეტის მიღებით დღეში ერთხელ. მაქსიმალურ დღიურ დოზას წარმოადგენს 1 ტაბლეტი ტრიტაცე კომპ-ი. როდესაც შეუძლებელია კრეატინინის კლირენსის განსაზღვრა, მისი გამოანგარიშება ხდება შრატის კრეატინინის დონის საფუძველზე შემდეგი ფორმულის გამოყენებით (კოკროფტის განტოლება): კაცებში: კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ) =
სხეულის წონა კგ-ში X (140 – ასაკი წლებში) .
72 X შრატის კრეატინინი მგ/დლ-ში
ქალებში: ზემოაღნიშნული განტოლების პროდუქტის გამრავლება 0,85-ჯერ. პრეპარატის მიღება: ჩვეულებრივ, დადგენილი დოზის მიღება ხდება დილით ერთჯერადი დოზის სახით. ტაბლეტები მიიღება დაუღეჭავად და საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად (დაახლოებით ქ ჭიქა). მათი მიღება შესაძლებელია საუზმემდე, მის განმავლობაში ან შემდეგ

უკუჩვენება
ტრიტაცე კომპ-ის მიღება დაუშვებელია იმ პაციენტთა მიერ, რომელთაც აღენიშნებათ:
- მომატებული მგძნობელობა რამიპრილის, სხვა აგფ-ინჰიბიტორების, ჰიდროქლოროთიაზიდის ან თიაზიდური ჯგუფის სხვა დიურეზულების, სულფანილამიდური პრეპარატების ან ზოგიერთი აქტიური ნივთიერების მიმართ (იხილეთ “შემადგენლობა”);
- გადატანილი აქვთ ანგიონევროზული შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპების დაჩქარების რისკი; იხილეთ აგრეთვე “არასასურველი ეფექტები”);
- თირკმლის მწვავე დისფუნქცია, რასაც თან ახლავს 30 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსი 1,73მ3 სხეულის ზედაპირზე ან დიალიზის მქონე პაციენტებში (არაეფექტური ჰიდროქლოროთიაზიდი);
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სანოფი
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
რამიპრილი+ჰიდროქლორთიაზიდი
დოზა
5მგ+25მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
28
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი