გამოიყენება რევმატოიდული დარღვევების, სასუნთქი სისტემის დარღვევების, კუჭ-ნაწლავის, თირკმლის დარღვევების დროს.
- აქტიური ნივთიერება არის პრედნიზოლონი.
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ პრედნიზოლონს.
- სხვა ინგრედიენტებია (დამხმარე ნივთიერებები):
ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.
ადელკორტი 5 მგ ტაბლეტი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ ან რეციდივების პროფილაქტიკისთვის:
გარდა ამისა, ადელკორტი 5 მგ ტაბლეტი გამოიყენება როგორც ჩანაცვლებითი თერაპია შემდეგი მდგომარეობების დროს:
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად თქვენი ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული, განიხილეთ ექიმთან.
ადელკორტი 5 მგ ტაბლეტები უნდა მიიღოთ პერორალურად და გადაყლაპოთ, ღეჭვის გარეშე, სითხის მიყოლებით.
თქვენი ექიმი განსაზღვრავს დოზას თქვენი მდგომარეობის სახეობისა და სიმძიმის მიხედვით. თუ სხვაგვარად არ იქნება მითითებული თქვენი ექიმის მიერ, ჩვეულებრივი დოზა არის 25-50 მგ დღეში მოზრდილებში და 1-5 მგ/კგ სხეულის წონაზე დღეში ბავშვებისთვის.
საწყისი მწვავე სიმპტომების რემისიის შემდეგ რეკომენდებულია დოზის თანდათან შემცირება. ზოგადად, რეკომენდებული შემანარჩუნებელი დოზა არის 5-12,5 მგ დღეში მოზრდილებში და 0,25-0,5 მგ/კგ სხეულის მასაზე დღეში ბავშვებში.
ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევებში, რეკომენდებულია, რომ შემანარჩუნებელი დოზა არ აღემატებოდეს 7,5 მგ-ს დღეში მოზრდილებში, ხოლო ბავშვებში არ უნდა აღემატებოდეს ექიმის მიერ განსაზღვრულ დოზას.
მოზრდილებსა და ბავშვებში მკურნალობა შეიძლება იყოს შემდეგი:
მკაცრად უნდა დაიცვათ ექიმის მითითებები მკურნალობის ხანგრძლივობისა და დოზირების შესახებ.
მკურნალობის ხელახლა დაწყებამდე უნდა მიმართოთ ექიმს და ყოველთვის უნდა დაიცვათ ექიმის განსაკუთრებული მითითებები.
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეინახოთ 25 C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.