კორტინეფი ტაბლეტი 100მკგ #20

კორტინეფი ტაბლეტი 100მკგ #20

პოლონეთი

ადამედ ფარმა
პროდუქტის შესახებ
ფლუდროკორტიზონი (ფლუდროკორტიზონის აცეტატი) წარმოადგენს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის სინთეზურ ჰორმონს, ჰიდროკორტიზონის ფტორირებულ წარმოებულს, ძლიერი მინერალოკორტიკოსტეროიდული მოქმედებით (ორგანიზმში ელექტროლიტური წონასწორობის რეგულირება, ძირითადად ნატრიუმის და კალიუმის). ფლუდროკორტიზონი მოქმდებს თირკმლის მილაკების დისტალურ ნაწილზე, ახდენს ნატრიუმის და წყლის უკუშეწოვის პოტენცირებას, ასევე ზრდის კალიუმის და წყალბადის იონების გამოყოფას. ფლუდროკორტიზონს თერაპიულზე მაღალ დოზებში, შეუძლია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის, მკერდუკანა ჯირკვლის აქტივობის, აკტჰ (ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი), ჰიპოფიზის სეკრეციის დათრგუნვა, ასევე უარყოფითი აზოტოვანი ბალაბსის გამოწვევა.
შიგნით შეყვანის შემდეგ, ფლუდროკორტიზონი სწრაფად და მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოტრანსფორმირდება ძირითადად ღვიძლში, ხოლო გამოიყოფა შარდით არააქტიური მეტაბოლიტების ფორმით.

მიღების ჩვენებები:
თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის პირველადი და მეორადი უკმარისობის ჩანაცვლებითი თერაპია ადისონის დაავადების დროს და ნატრიუმის დაკარგვით მიმდინარე ადრენოგენიტალური სინდრომის მკურნალობა.

სამკურნალო საშუალების კორტინეფის მიღება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
- მომატებული მგრძნობელობა ფლუდროკორტიზონისადმი, ან პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტისადმი.
- სისტემური ინფექცია, თუ არ ტარდება სპეციფიური მკურნალობა.
სამკურნალო საშუალება უნდა შეინახოთ ბავშვებისათვის მოუწვდომელ და დაფარულ ადგილას.
არ გამოიყენოთ სამკურნალო საშუალება კორტინეფი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
სამკურნალო საშუალება შეინახეთ 25C-მდე ტემპერატურის პირობებში სინათლისაგან დაცულ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ადამედ ფარმა
ქვეყანა
პოლონეთი
ჯენერიკი
ფლუდროკორტიზონის აცეტატი
დოზა
100მკგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
20
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი