ზებოლი ხსნარი საინექციო ზეთოვანი 50მგ/1მლ ამპულა #1
ზებოლი ხსნარი საინექციო ზეთოვანი 50მგ/1მლ ამპულა #1

ზებოლი ხსნარი საინექციო ზეთოვანი 50მგ/1მლ ამპულა #1

ინდოეთი

ზეე ჯგუფი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): nandrolone
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → შემაერთებელ ქსოვილში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები → ანაბოლური სტეროიდები

ჩვენებები: ნანდროლონის დეკანოატი შეიძლება გამოყენებულ იქნას ოსტეოპოროზის სამკურნალოდ, ქალებში გავრცელებული სარძევე ჯირკვლის კიბოს გარკვეული შემთხვევების შემამსუბუქებელი მკურნალობისათვის და როგორც სპეფიციკური თერაპიისა და დიეტური ზომების თანმხლები საშუალება პათოლოგიურ პირობებში.

მიღების წესები და დოზები
ზებოლი® - 50 გამოყენებულ უნდა იქნას კუნთებში ღრმა ინექციის გზით. მოზრდილთა დოზა: 25-50 მგ ყოველ 3 კვირაში ერთხელ.

გვერდითი მოვლენები
ამენორეა სპერმატოგენეზის დათრგუნვა, ეპიფიზური ზრდის ნაადრევი შეფერხება, შარდის შეკავება.

უკუჩვენება
ორსულობა ან ძუძუთი კვება, ხოლო მამაკაცებში პროსტატის ან სარძევე ჯირკვლის ცნობილი ან საეჭვო კარცინომა. გულსისხლძარღვთა დადგენილი დაავადებები წარმოადგენს შესაბამის უკუჩვენებას.

განსაკუთრებული მითითებები
თუ განვითარდება სქესობრივი სიმწიფის ნიშნები, განხილულ უნდა იქნას მკურნალობის შეწყვეტის საკითხი, უმჯობესია ეს მოხდეს პაციენტთან კონსულტაციის გზით. ფარული ან აშკარად გამოხატული გულის უკმარისობა, თირკმლის დისფუნქცია, ჰიპერტენზია ან შაკიკი (ეს პათოლოგიები ანამენეზში), ვინაიდან ანაბოლურმა სტეროიდებმა შეიძლება გამოიწვიონ შარდის შეკავება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ანაბოლურმა სტეროიდებმა შეიძლება გააუმჯობესოს გლუკოზის მიმართ ტოლერანტობა და შეამცირონ ინსულინის ან სხვა ანტიდიაბეტური საშუალებების გამოყენების აუცილებლობა დიაბეტით დაავადებულებში.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება გრილ ადგილას. დაიცავით გაყინვისგან.
მოარიდეთ ბავშვებს!
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ზეე ჯგუფი
ქვეყანა
ინდოეთი
ჯენერიკი
ნანდროლონი
დოზა
50მგ/1მლ
ფორმა
ხსნარი საინექციო ზეთოვანი
შეფუთვა
ამპულა
რაოდენობა შეფუთვაში
1
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი