აკლიფი გამოიყენება სახეზე და/ან ტანზე ჩვეულებრივი აკნეს (Acne Vulgaris) კანისმიერი მკურნალობისთვის 12 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში
მოქმედი ნივთიერებაა ტრიფაროტენი, ერთი გრამი კრემი შეიცავს 50 მიკროგრამ ტრიფაროტენს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია ალანტოინი, სიმულგელი 600 PHA (აკრილამიდის და ნატრიუმის აკრილოილდიმეთილტაურატის კოპოლიმერი, იზოჰექსადეკანი, პოლისორბატი 80, სორბიტან ოლეატი), ციკლომეტიკონი, ეთანოლი, ფენოქსიეთანოლი, პროპილენგლიკოლი (E1520), ტრიგლიცერიდების საშუალო ჯაჭვი და გაწმენდილი წყალი.
აკლიფი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ტრიფაროტენს, რომელიც მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, სახელწოდებით რეტინოიდები.
აკლიფი გამოიყენება სახეზე და/ან ტანზე ჩვეულებრივი აკნეს (Acne Vulgaris) კანისმიერი მკურნალობისთვის 12 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში, როდესაც ვლინდება ბევრი კომედონი (თეთრი და შავი წერტილები), პაპულები და პუსტულები (ანთებითი ჩირქოვანი გამონაყარი).
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ.თუ არ ხართ დარწმუნებული, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
მნიშვნელოვანი: აკლიფი განკუთვნილია 12 წლიდან და უფროსი ასაკის პაციენტებისთვის მხოლოდ სახის და/ან ტანის კანზე გამოყენებისთვის. არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი სხეულის
სხვა ნაწილებზე. არ გადაყლაპოთ. შეინახეთ აკლიფი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოყენების წესი:
ტუმბოს პირველად გამოყენებამდე მოამზადეთ იგი რამდენჯერმე დაჭერით (მაქსიმუმ 10-ჯერ), სანამ მცირე რაოდენობის პრეპარატი არ გამოიყოფა. ტუმბო ახლა მზად არის
გამოსაყენებლად. წაისვით აკლიფის კრემის თხელი ფენა სახის დაზიანებულ უბნებზე (შუბლი, ცხვირი, ნიკაპი,მარჯვენა და მარცხენა ლოყები) და ტანის დაზიანებული ადგილეზე დღეში ერთხელ, საღამოს, სუფთა და მშრალ კანზე:
ტუმბოს ერთი ამოქმედება საკმარისი უნდა იყოს სახის (ანუ შუბლის, ლოყების, ცხვირის და ნიკაპის) დასაფარად.
ტუმბოს ორი ამოქმედება საკმარისი უნდა იყოს ტანის ზედა ნაწილის დასაფარად (ანუ ზურგის მიღწევადი უკანა ნაწილი, მხრები და მკერდი). ერთი (1) დამატებითი ტუმბოს ამოქმედება შეიძლება გამოყენებულ იქნას ზურგის შუა და ქვედა ნაწილზე, თუ აკნე იქაც გავრცელებულია.
ერთ დღეში ტუმბოს ოთხზე მეტი (4) ამოქმედება რეკომენდებული არ არის.
მოერიდეთ თვალებთან, ქუთუთოებთან, ტუჩებთან და ლორწოვან გარსებთან კონტაქტს, მაგალითად ცხვირის ან პირის ღრუს შიგნით. თუ კრემი შემთხვევით მოგიხვდათ რომელიმე ამ უბანზე, მაშინვე ჩამოიბანეთ იგი უხვი თბილი წყლით.
დაიბანეთ ხელები კრემის წასმისთანავე.
თქვენ უნდა გამოიყენოთ დამატენიანებელი ისეთი სიხშირით, როგორსაც საჭიროება მოითხოვს, აკლიფით მკურნალობის დაწყებიდანვე. დამატენიანებლის გამოყენება შეიძლება აკლიფის წასმამდე ან მისი წასმის შემდეგ, საკმარისი ინტერვალის დაცვით, რათა კანი გაშრეს დამატენიანებელსა და აკლიფის გამოყენებას შორის.
თქვენ ექიმი გეტყვით რამდენ ხანს დაგჭირდებათ აკლიფის გამოყენება. სამთვიანი მკურნალობის შემდეგ, თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს აკნეს შემდგომი გაუმჯობესების შეფასება.
გამოყენება ბავშვებში:
აკლიფის გამოყენება არ შეიძლება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ორსულობა:
არ გამოიყენოთ აკლიფი თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ დაორსულებას. თქვენს ექიმს შეუძლია მოგაწოდოთ მეტი ინფორმაცია.
თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, შეწყვიტეთ ამ პრეპარატის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ძუძუთი კვება:
აკლიფის გამოყენებისას არსებობს რისკი, რომ კრემში შემავალი მოქმედი ნივთიერება გამოიყოფა დედის რძეში და ახალშობილის/ჩვილის რისკი არ არის გამორიცხული. თქვენ და
თქვენმა ექიმმა უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება შეწყვიტოთ ძუძუთი კვება თუ თავი შეიკავოთ აკლიფით თერაპიისგან, ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებლის და დედისთვის
თერაპიის სარგებლის გათვალისწინებით.
მეძუძურმა ქალებმა არ უნდა გამოიყენონ აკლიფი გულმკერდის ან მკერდის არეში, ჩვილ ბავშვებში გადაყლაპვის და/ან კონტაქტური ზემოქმედების რისკის თავიდან ასაცილებლად.
აკლიფს არ აქვს ან აქვს უმნიშვნელო ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გადააგდეთ ტუბი ან ტუმბო პირველი გახსნიდან 6 თვის შემდეგ.