აკნეტი გელი არის აკნეს (ლაქების) სამკურნალო პრეპარატი 30 გ ლამინირებულ ტუბში, რომელიც შეიცავს იზოტრეტინოინს და ერითრომიცინს მოქმედი ნივთიერების სახით.
მოქმედი ნივთიერება: 1 გ გელი შეიცავს 0.5 მგ იზოტრეტინოინს და 20 მგ ერითრომიცინს აქტიური სუბსტანციის სახით.
დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ბუთილჰიდროქსითოლუენი (E321) და სპირტი (96%).
აკნეტი გელი არის აკნეს (ლაქების) სამკურნალო პრეპარატი 30 გ ლამინირებულ ტუბში, რომელიც შეიცავს იზოტრეტინოინს და ერითრომიცინს მოქმედი ნივთიერების სახით.
აკნეტი გელი გამოიყენება მსუბუქი და ზომიერი აკნეს სამკურნალოდ და ეფექტურია არაანთებითი და ანთებითი დაზიანებების მკურნალობისას.
აკნეტის გამოყენებასთან დაკავშირებით დაიცავით თქვენი ექიმის რეკომენდაციები.
გელი გამოიყენეთ ერთხელ ან ორჯერ დღეში. ზოგ შემთხვევაში, აკნეტის სრული ეფექტისთვის შეიძლება საჭირო იყოს 6-8 კვირა.
როგორ უნდა წაისვათ აკნეტი:
გაწმინდეთ კანი და წაისვით აკნეტი გელის თხელი ფენა სამკურნალო უბანზე. დაიბანეთ ხელები გელის გამოყენების შემდეგ.
გაღიზიანების შემთხვევაში შეგიძლიათ დამატენიანებლის გამოყენება.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვები:
პრეპარატი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ხანდაზმულები:
ვინაიდან აკნე ვულგარისი არ აღენიშნებათ ხანდაზმულებს, აკნეტთან დაკავშირებით სპეციალური რეკომენდაციები არ არსებობს.
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ აკნეტი, თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას. ექიმისგან მიიღებთ დამატებით ინფორმაციას.
მკურნალობის პერიოდში შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალებმა უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეპტივები. მკურნალობის პერიოდში ორსულობის დადგენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ აკნეტი ძუძუთი კვების პერიოდში.
სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე აკნეტის გავლენის შემსწავლელი კვლევები არ არსებობს. თუმცა, სავარაუდოდ, მას არ აქვს რაიმე სერიოზული გავლენა.
შეინახეთ აკნეტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. შეინახეთ აკნეტი ორიგინალ შეფუთვაში.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 25C-ზე.
აკნეტის გამოყენების შემდეგ მჭიდროთ დაახურეთ ტუბს თავსახური. გელის გაჟონვის თავიდან აცილების მიზნით დარწმუნდით, რომ თავსახური სწორად მოერგო ტუბს.
ვინაიდან აკნეტი შეიცავს აალებად ნივთიერებებს, შეინახეთ ის ცეცხლისგან, ალისგან ან მაღალი ტემპერატურისგან დაცულ ადგილზე.