გამოიყენება მძიმე ტიპის აკნეს დროს მაგ; იგი გამოიყენება სიმსივნური (კვანძოვანი), მრგვალი (კონგლობული) აკნეს ან აკნეს სამკურნალოდ მუდმივი ნაწიბურების რისკის შემთხვევაში.
გამოიყენება მძიმე ტიპის აკნეს დროს მაგ; იგი გამოიყენება სიმსივნური (კვანძოვანი), მრგვალი (კონგლობული) აკნეს ან აკნეს სამკურნალოდ მუდმივი ნაწიბურების რისკის შემთხვევაში. აკნეტრენტს მიიღებთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება აკნეს საწინააღმდეგო საშუალებებით, მათ შორის ანტიბიოტიკებითა და კანის პროცედურებით.
აკნეტრენტი არ უნდა იქნას გამოყენებული სოიოს მიმართ ალერგიის მქონე პაციენტებში.
ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 0,5 მგ დღეში (0,5 მგ/კგ/დღეში) სხეულის მასაზე (კგ). მაგალითად; თუ თქვენი წონაა 70 კგ, მკურნალობას დაიწყებთ დღეში 35 მგ დოზით.მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება 16-დან 24 კვირამდე. პაციენტების უმეტესობისთვის 1 მკურნალობის პერიოდი საკმარისია. თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლოა გაუმჯობესდეს მკურნალობის დასრულებიდან 8 კვირამდე პერიოდში. ამ დროის განმავლობაში არ დაიწყოთ ახალი მკურნალობა.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას თავდაპირველ შეფუთვაში.
ინახება 25 C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, სინათლისა და ნესტისგან დაცულ ადგილას.
ჭარბი კაფსულები მიაწოდეთ თქვენს ფარმაცევტს. გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადების შესაბამისად.
არ გამოიყენოთ აკნეტრენტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.