დერმასისი W სალბუნი ჭრილობის 90% 10სმx10სმ პაკეტი #5
ინდოეთი
ვირშოუ ჰელსქეარი
პროდუქტის შესახებ
დერმასისი W
შემადგენლობა: ტიპი I კოლაგენის სტერილური საფენი კოლაგენის არანაკლებ 90%-იანი შემცველობით (დამხმარე ნივთიერება 70%-იანი იზოპროპილის სპირტი და წყალი).
გამოყენების ჩვენებები: - მე-2 ხარისხის დამწვრობა, არაინფიცირებული დამწვრობა, კანის ზედაპირული და ღრმა დამწვრობა - მე-3 ხარისხის დამწვრობა - როგორც დროებითი საფარი ესქაროტომია/ტანგენციური კვეთის შემდეგ - კანის გადანერგვა(დონორული კანის არე) ქრონიკული წყლული - სტაზური ან არტერიული, ნაწოლები (არაღრმა), ლეპროზული წყლულები, დერმაბრაზია, კანის საფარის ტრავმული დეფექტი, ღია მოტეხილობა.
გამოყენების ინსტრუქცია: აპლიკაციამდე: გაასუფთავეთ ჭრილობა ფიზიოლოგიური ხსნარით. ინფექციის არსებობისას საჭიროა მისი მართვა.მოაშორეთ ნეკროზული ქსოვილი უზრუნველყავით ჰემოსტაზი დონორული კანის არეზე
აპლიკაცია: ამოიღეთ დერმასის W, ნაზად გაწურეთ კონსერვანტის მოშორების მიზნით და გაავლეთ ფიზიოლოგიურ ხსნარში საფენი მჭიდროდ დაიტანეთ ჭრილობის ზედაპირზე კარგი ადჰეზიისა და ჭრილობის არედან ჰაერის გამოდევნის მიზნით დერმასის W შეიძლება დაიტანოთ ორივე ზედაპირით
აპლიკაციის შემდეგ: მეორადი საფენის გამოყენება ხდება ექიმის გადაწყვეტიებით. ეპითელიზაციის შემდეგ ხდება დერმასის W-ს აშრევება თუ დერმასისი W დაზიანებულ არეს ცუდად შორდება მოცილების გასაადვილებლად მითითებული არე დაატენიანეთ რამდენიმე წუთით ფიზიოლოგიურ ხსნარში დასველებული ტამპონით
შენიშვნები: დერმესისი W-ს განმეორებითი გამოყენება შესაძლოა არ გახდეს საჭირო, თუ ის არ მოცილდა ჭარბი სითხისა და გართულებების გამო კანის ქრონიკული წყლულებისას დერმასის W-ს საფენის გამოყენება შესაძლებელია 3-4 დღიანი ინტერვალით. დერმასის W-ს საფენი ხელს უწყობს ღრმა ჭრილობების ჯანსაღ გრანულაციას ადრეულ ეტაპზე.
სიფრთხილის ზომები: მოერიდეთ დერმასის W-ს საფენის გამოყენებას კოლაგენის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პირებში ინიცირებილმა ჭრილობამ შესაძლოა გამოიწვიოს დერმასის.
შეინახეთ სინათლისგან დაცულ მშრალ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 40 C ტემპერატურაზე.