/images/logo_ka.svg
ფუნგოსილი აეროზოლი 10მგ/1მლ 30მლ ფლაკონი #1
ფუნგოსილი აეროზოლი 10მგ/1მლ 30მლ ფლაკონი #1

ფუნგოსილი აეროზოლი 10მგ/1მლ 30მლ ფლაკონი #1

თურქეთი

სანტა ფარმა ილაჩი

პროდუქტის შესახებ
ფუნგოსილი

აქტიური სუბსტანცია:
1 მლ სპრეი შეიცავს 10 მგ ტერბინაფინის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები:
შეიცავს პროპილენგლიკოლს (1.5 გ).

თერაპიული ჩვენებები
ფუნფოსილი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს ტერბინაფინს, რომელიც არის სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც გამოიყენება სოკოებით გამოწვეული კანის პრობლემების სამკურნალოდ:
•ატლეტის ტერფი (tinea pedis) - ატლეტის ტერფი ვლინდება მხოლოდ ტერფებზე (ჩვეულებრივ ორივეზე, მაგრამ არა ყოველთვის), სადაც ხშირად ჩნდება თითებს შორის. ის ასევე შეიძლება გამოჩნდეს ტერფის ზედა ზედაპირზე, ძირზე ან ტეფის სხვა ადგილებში. ატლეტის ტერფის ყველაზე გავრცელებული ტიპი იწვევს კანის გახეთქვას ან აქერცვლას, მაგრამ ასევე შეიძლება გამოვლინდეს მსუბუქი შეშუპება, ბუშტუკები ან წყლულები. ფუნგოსილი® რეკომენდებულია ატლერტის ტერფის იმ შემხვევებში, როდესაც ის ვლინდება თითებს შორის.
•თუ გაქვთ ფრჩხილის სოკოვანი ინფექცია (სოკო ფრჩხილის შიგნით და ქვეშ) ფრჩხილების შეფერილობის და ფრჩხილის ტექსტურის ცვლილებებით (სქელი ან ქერცლიანი), უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან ფუნგოსილი® არ არის შესაფერისი ამ ტიპის ინფექციისთვის.
•დობიის ქავილი/ჯოკ ქავილი (tinea cruris) - დობიის ქავილი ჩნდება საზარდულისა და ბარძაყის შიდა მიდამოში, როგორც წესი, ორივე მხარეს, მაგრამ ხშირად ერთ მხარეს უფრო მეტი ვიდრე მეორეზე, სადაც ის შეიძლება გავრცელდეს ფეხებს შორის დუნდულებამდე ან ზემოთ, კუჭის მიდამოს მიმარტულებით. დობიის ქავილი გამოიყურება როგორც აშკარად შემოსაზღვრულ გამონაყარს, რომელზედაც შეეიძლება იყოს ბუშტუკები.

დოზირება და მიღების წესი:
ყოველთვის გამოიყენეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის შესაბამისად.

მოზრდილები:
გამოიყენება დღეში ერთხელ, მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში, ყველა სოკოვანი ინფექციის დროს.
•კარგად გაიწმინდეთ და გაიმშრალეთ დაზიანებული კანი და მიმდებარე არე(ები) და დაიბანეთ ხელები. მკურნალობას შეიძლება დაეხმაროთ დაზიანებული უბნების სისუფთავის შენარჩუნებით რეგულარული დაბანით და ფრთხილად გაშრობით საკუთარი სუფთა პირსახოცებითა და ტანსაცმლით, და არა კანის გახეხვით ან დაკაწრვით.
•მოხსენით ბოთლის თავსახური.
•თუ მედიკამენტს პირველად იყენებთ, დააჭირეთ ტუმბოს რამდენჯერმე, სანამ არ მიიღებთ თანაბარ გასხურებას.
•შესხურების ტუმბოს მანიპულირებისთვის ბოთლი შეიძლება დაიჭიროთ ვერტიკალურ ან გადაბრუნებულ მდგომარეობაში.
•შეასხურეთ ხსნარის საკმარისი რაოდენობა 5-დან 10 სმ-მდე მანძილიდან, რათა კარგად დასველდეს დაზიანებული კანი. ფეხის თითებს, დუნდულებს ან საზარდულებს შორის გამოყენებისას, დამუშავებული ადგილი შეიძლება დაიფაროს მსუბუქი, სუფთა მარლის ზოლით, განსაკუთრებით ღამით.
•დაახურეთ ბოთლს თავსახური.
•დაიბანეთ ხელები, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ გაავრცელოთ ინფექცია კანის სხვა ნაწილებზე ან სხვებზე.

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არ იყენებთ ფუნგოსილს მეორე კვირის განმავლობაში, კანის სრული შეხორცება ინფექციის მოცილების შემდეგ გაგრძელდება 4 კვირამდე. თუ მკურნალობის პირველი დაწყებიდან 2 კვირის განმავლობაში არ შენიშნეთ გაუმჯობესების ნიშნები, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შეინახეთ ფუნგოსილი ორიგინალურ შეფუთვაში და ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე 30C–ის ქვ
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სანტა ფარმა ილაჩი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
ტერბინაფინი
დოზა
10მგ/1მლ
ფორმა
აეროზოლი
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
30მლ
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat