/images/logo_ka.svg
ოქსიმინი გელი 10მგ+50მგ/1გრ 25გრ ტუბი #1
ოქსიმინი გელი 10მგ+50მგ/1გრ 25გრ ტუბი  #1

ოქსიმინი გელი 10მგ+50მგ/1გრ 25გრ ტუბი #1

თურქეთი

არგის ილაჩი

ამცირებს აკნეს გამომწვევ ბაქტერიებს, აკნეს რაოდენობას, აჩერებს შავი წერტილების, თეთრი წერტილების და აკნეს წარმოქმნას. 

პროდუქტის შესახებ

ოქსიმინი გელი 10მგ+50მგ/1გრ 25გრ ტუბი

შემადგენლობა:

​მოქმედი ნივთიერებები: კლინდამიცინის ფოსფატის სახით 10 მგ/გ კლინდამიცინი. თხევადი ფორმით ბენზოილის პეროქსიდის სახით 50 მგ/გ უწყლო ბენზოილის პეროქსიდს შეიცავს.

დამხმარე ნივთიერებები: იზოპროპილის მირისტატი, კარბომერი (კარბოპოლ 974), დიმეტიკონი, ოლეილმაკრაგოლგლიცერინი, დინატრიუმის EDTA, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გამოხდილი წყალი.


ჩვენება:

ოქსიმინი, აკნეს საწინააღმდეგო (ფერიმჭამალების სამკურნალოდ გამოყენებული წამლები) პრეპარატების სახელით ცნობილ ჯგუფში შედის.
კლინდამიცინი, აკნეს (ფერიმჭამელებში არსებული) ბაქტერიების წინააღმდეგ ეფექტური მოქმედების მქონე ანტიბიოტიკია. ბენზოილის პეროქსიდი კომედონების ( თეთრი და შავი წერტილების) შემცირების მხრივ ეფექტური საშუალებაა. ამავე დროს გააჩნია აკნეს ბაქტერიების მიმართ მომაკვდინებელი ეფექტი, ასევე ამცირებს კანის ცხიმიანობას.
ოქსიმინი გამოიყენება აკნეს სამკურნალოდ და ქვემოთ მოცემული პრობლემების მოგვარებაში დამხმარე ეფექტი აქვს:

  • აკნეს (ფერიმჭამელების) გამომწვევ ბაქტერიებს ამცირებს.
  • აკნეს (ფერიმჭამალების) რაოდენობას ამცირებს.
  • შავი წერტილების, თეთრი წერტილების და აკნეს (ფერიმჭამელების) მიდამოს წარმოქმნას აჩერებს.
  • კანის ცხიმანობას ამცირებს.


სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

თუ, ექიმი სხვა რეკომენდაციებს არ მოგცემთ, მოცემული მითითებები შეასრულეთ: დღეში ერთხელ, საღამოს კანი გრილი წყლით ჩამობანეთ, გაიმშრალეთ და აკნეთი დაზიანებულ მიდამოებში თხელი ფენის სახით წაიცხეთ. გელის კანზე გამოყენების შემდეგ ხელები დაიბანეთ.
თუ, გელი კანის მიერ არ შეიწოვება, ეს ნიშნავს, რომ შეიძლება პრეპარატს დიდი რაოდენობით იყენებთ.

  • ოქსიმინით მკურალობის ხანგრძლივობას ექიმი გადაწყვეტს.
  • მკურნალობა ადრეულად არ შეწყვიტოთ, რადგანაც სრულ ეფექტს ვერ მიიღებთ.
  • თუ, კანი ზედმეტად გამომშრალია და ან აქერცვა ვლინდება, დამატენიანებელი გამოიყენეთ და ან ოქსიმინის გამოყენების სიხშირე შეამცირეთ და ან მისი გამოყენება დროებით

შეაჩერეთ. ოქსიმინის გამოყენება რეკომენდირებულია ყოვლედღიურად, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მკურნალობზე ეფექტი არ გამოვლინდეს.
თუ, ფიქრობთ, რომ ოქსიმინის ეფექტი ძალიან ძლიერი და ან ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

გამოყენების გზა და მეთოდი:
ოქსიმინი,თითის წვეროთი (თითის ბალიშებით) კანის ზედაპირზე წაიცხეთ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
12 წლამდე ასაკის ბავშვებში ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის გამოკვლეული.
ხანდაზზმულებში გამოყენება:
ხანდაზმულებისთვის, გამოყენების განსაკუთრებული რეკომენდაცია არ არსებობს.
გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლების/ღვიძლის უკმარისობა:
განსაკუთრებული რეკომენდაცია არ არსებობს.

თუ, ოქსიმინის საჭიროზე მეტი დოზა გამოიყენეთ:
თუ, ოქსიმინის საჭიროზე მეტი რაოდენობა გამოიყენეთ, კონსულტაციისთვის ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
შეეცადეთ, რომ საჭიროზე მეტი რაოდენობა არ გამოიყენეთ, რადგანაც ოქსიმინის საჭიროზე მეტი დოზის გამოყენება გამოჯანრმთელებას არ დააჩქარებს. აღნიშნული მდგომარეობის დროს შეიძლება გამოვლინდეს კანის გაღიზიანება, ამ დროს კი შეიძლება საჭირო გახდეს წამლის გამოყენების სიხშირის შემცირება და ან რამდენიმე დღის განმავლობაში სრულად შეწყვეტა.

თუ, ოქსიმინის გამოყენება დაგავიწყდებათ:
დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა ზედიზედ არ გამოიყენოთ. დავიწყების შემთხვევაში, მომდევნო გამოყენება ჩვეულ დროს განახორციელეთ. ექიმის რეკომენდაციის გარეშე ოქსიმინი 12 კვირაზე მეტი დროით არ გამოიყენოთ. გამოიყენეთ ექიმის მიერ რეკომენდირებული დროით.


ორსულობა:

წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ორსულად ხართ, ოქსიმინის გამოყენების და ან არ გამოყენების საკითხს ექიმი გადაწყვეტს.
თუ, მკურნალობის დროს ორსულობა დადასტურდება, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.


ძუძუთი კვება - ლაქტცია:

წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვებაზე მყოფ დედებში ოქსიმინის გამოყენება არ არის რეკომენდირებული.


ავტომობილის და მექანიზმების მართვა:

ოქსიმინი, ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედებას არ ახდენს.


შენახვა:

ოქსიმინი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.
აფთიაქში: 2 C -8 C ტემპერატურაზე (მაცივარში) უნდა იქნას შენახული. არ გაყინოთ.
ავადმყოფის მიერ წამლის შეძენის შემდეგ: შეინახეთ, <25 C ოთახის ტემპერატურაზე. იმის მიუხედავად, რომ წამლის გამოყენების ვადა გასულია, წამლის შეძენიდან 2 თვის შემდეგ გადააგდეთ.​

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
არგის ილაჩი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
კლინდამიცინი+ბენზოილის პეროქსიდი
დოზა
10მგ+50მგ/1გრ
ფორმა
გელი
შეფუთვა
ტუბი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
25გრ
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
პრეპარატების გვერდითი მოვლენებისა და პრეტენზიების შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე:pharmacovigilance@gepha.com
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat
ჯპს | ოქსიმინი გელი 10მგ+50მგ/1გრ 25გრ ტუბი #1