შემადგენლობა: კრემის 1 გ შეიცავს აქტიური ნივთიერება: ტერბინაფინის ჰიდროქლორიდი 10 მგ. დამხმარე ნივთიერებები: ცეტოსტეარილის სპირტი, თეთრი რბილი პარაფინი, მსუბუქი თხევადი პარაფინი, პოლისორბატი 80, ტროლამინი, ბენზილის სპირტი, გასუფთავებული წყალი.
გამოყენების ჩვენებები: - კანის სოკოვანი ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია დერმატოფიტებით, ისეთებით, როგორიცაა Trichophyton (მაგალითად, T. rubrum , T. mentagrophytes , T. verrucosum , T. violaceum), Microsporum canis და Epidermophiton floccosum; - კანის სოკოვანი ინფექციები, რომლებიც ძირითადად გამოწვეულია Candida-ს გვარის საფუარის მსგავსი სოკოებით (მაგალითად, C. albicans); - ნაირფერი პიტირიაზი, გამოწვეული Pityrosporum orbiculare-ის მიერ (ასევე ცნობილია როგორც Malassezia furfur).
დოზირების რეჟიმი: პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია 1 ან 2-ჯერ დღე-ღამეში, დაავადების გამოვლინების სიმძიმის მიხედვით.
გამოყენების წესი: გარეგანი გამოყენებისთვის. პრეპარატის დატანებამდე აუცილებელია დაზიანებული უბნების გასუფთავება და გაშრობა. კრემი უნდა დაიტანოს თხელ ფენად დაზიანებულ კანსა და მიმდებარე უბნებზე და მსუბუქად შეიზილოს. გამოყელვით მიმდინარე ინფექციებისას (სარძევე ჯირკვლების ქვეშ, თითებს შორის, დუნდულებს შორის, საზარდულის მიდამოში) კრემის დატანების ადგილები შეიძლება დაიფაროს მარლით, განსაკუთრებით ღამით.
შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!